საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური

OFFICE OF RESOURCE OFFICERS OF EDUCATIONAL INSTITUTIONS

ახალი ამბები

02.05.2011

მანდატურის სამსახური ერთი წლისაა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა მანდატურის სამსახურის მუშაობის ერთი წელი შეაჯამა. მინისტრის განცხადებით, მანდატურის ინსტიტუტის ამოქმედების შემდეგ სკოლებში ვითარება რადიკალურად შეიცვალა - 95%-ით შემცირდა ძალადობა, 80%-ით - მოსწავლეების დაგვიანების ფაქტები, 75%-ით შემცირდა მოსწავლეების სკოლიდან გაპარვის შემთხვევები (ე.წ შატალო). 95%-ითაა შემცირებული ფულის გამოძალვის, 80%-ით მოსწავლეებს შორის დაპირისპირების ფაქტები.90%-ით აღმოიფხვრა ვანდალიზმის (სასკოლო ქონების დაზიანების) ფაქტები.

მანდატურის ინსტიტუტი უკვე ერთი წელია რაც საჯარო სკოლებში ამოქმედდა. მანდატურები პირველად 2010 წლის 12აპრილს, თბილისის 10 საპილოტე სკოლაში შევიდნენ. 2010-2011 სასწავლო წლის დაწყებისთანავე, თბილისის კიდევ რადენიმე ათეულ საჯარო სკოლაში გამოჩნდა მანდატურთა სამკაციანი ჯგუფი. პარალელურად მანდატურები საქართველოს სხვადასხვა ქალაქებშიც გადანაწილდნენ. პროცესი გაგრძელდა, უკვე თბილისისა და რამდენიმე დიდი ქალაქის ყველა სკოლაში მსახურობენ მანდატურები.

დღეისათვის 1000 სკოლის მანდატური თბილისის,ბათუმის, ქუთაისის,ზუგდიდის, ფოთის, გორის, რუსთავისა და ყვარლის 300 საჯარო სკოლის უსაფრთხოებას იცავს.

მანდატურის ინსტიტუტი კერძო სკოლებშიც მუშაობს. თბილისის ათი კერძო სკოლის გადაწყეტილებით, მათ უსაფრთხოებაზე ზრუნვას მანდატურები განაგრძობენ.მანდატურების შეყვანის სურვილი მაისიდან კიდევ რამდენიმე ათეულმა კერძო სკოლის ხელმძღვანელმა გამოთქვა.

როგორ გავხდე მანდატური?

მონიტორინგის სამმართველოს ცხელი ხაზი

2 200 220 (3335)

ფსიქოლოგიური საკონსულტაციო მომსახურების 24 საათიანი ცხელი ხაზი

08 00 00 00 88

ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრის ცხელი ხაზი

2 200 220 (3025)

ინკლუზიური და სპეციალური განათლების მხარდამჭერი ცენტრის ცხელი ხაზი

2 200 220 (3005)

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი - ლანა ხუნაშვილი l.khunashvili@mandaturi.gov.ge