ახალი ამბები
საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურებმა გენდერული თანასწორობის თემაზე ტრენინგი გაიარეს
გაეროს ქალთა ორგანიზაციის პროექტის - „ქალებისა და გოგონების მიმართ ძალადობის წინააღმდეგ საქართველოში” მხარდაჭერით, საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურისთვის შექმნილი ტრენინგ-პროგრამით, გენდერული თანასწორობის, ოჯახში ძალადობის, ქალთა და გოგონათა მიმართ ძალადობის თემებზე, ქვემო ქართლისა და თბილისის 480 მოქმედი მანდატური გადამზადდა.
ტრენინგს მანდატურის სამსახურის ტრენერად გადამზადებული თანამშრომლები უძღვებოდნენ.
საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურთა ტრენინგები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და გაეროს ქალთა ორგანიზაციას შორის მიმდინარე წლის 4 აპრილს გაფორმებული მემორანდუმის ნაწილია. თანამშრომლობა პროექტის „ქალებისა და გოგონების მიმართ ძალადობის წინააღმდეგ“ ფარგლებში მიმდინარეობს. აღნიშნულ პროექტს გაეროს ქალთა ორგანიზაცია და გაეროს მოსახლეობის ფონდი ევროკავშირის მხარდაჭერით ახორციელებენ.
მომსახურების ერთიანი ბაზა
სასარგებლო ბმულები
-
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
-
სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა
-
გამოცდების ეროვნული ცენტრი
-
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი
-
სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო
-
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი
-
შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი
-
განათლების საერთაშორისო ცენტრი