ახალი ამბები
მანდატურის სამსახურის სოციალურმა მუშაკებმა შიდა ქართლის სკოლებში წლის განმავლობაში გაწეული საქმიანობა შეაჯამეს
საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრის სოციალურმა მუშაკებმა გორისა და ხაშურის საჯარო სკოლებში 2021-2022 სასწავლო წლის განმავლობაში გაწეული საქმიანობა შეაჯამეს. პრეზენტაციას მანდატურის სამსახურის უფროსის მოადგილე ნინო შატბერაშვილი, რესურსცენტრების ხელმძღვანელები და სკოლის დირექტორები ესწრებოდნენ.
როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, სოციალურმა მუშაკებმა შიდა ქართლის რეგიონის სხვადასხვა სკოლაში, სადაც მანდატურის სამსახური სოციალური მუშაობის კომპონენტით არის წარმოდგენილი, სასკოლო კლიმატის გაუმჯობესების მიზნით არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განახორციელეს, მათ შორის:
მოხდა სკოლის საჭიროებების კვლევა, მოწყვლადობის რისკის წინაშე მყოფი მოსწავლეების იდენტიფიცირება და შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვა;
ჩატარდა შეხვედრები და ტრენინგები თემებზე: აღდგენითი მიდგომები; კონფლიქტების მართვა სკოლასა და კლასში; დესტრუქციული ქცევა; ასერტული ქცევა; ბრაზის მართვა; შიშის მართვა; ნივთიერებათა ავადმოხმარების პრევენცია; ძალადობა და ბულინგი; ჯანსაღი ცხოვრების წესი; წესები და ფასეულობები.
განხორციელდა სხვადასხვა ღონისძიება სასკოლო ცხოვრებაში მშობლის ჩართულობის როლის გაზრდის მიზნით;
ჩატარდა მრავალფეროვანი კულტურულ-საგანმანათლებლო და სპორტული ღონისძიებები - გაიმართა შეხვედრები თანამედროვე მწერლებთან, მოეწყო ფილმები ჩვენება, დაფუძნდა დებატ-კლუბი.
საჭიროების შესაბამისად, განხორციელდა მოსწავლეების, მშობლებისა და პედაგოგების ინდივიდუალური კონსულტირება.
საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრის სოციალური მუშაკები მომავალი სასწავლო წლისთვის კიდევ უფრო მრავალფეროვანი ღონისძიებების განხორციელებას გეგმავენ, რომელთა სამიზნე აუდიტორია მოსწავლეები, მათი მშობლები/კანონიერი წარმომადგენლები და მასწავლებლები იქნებიან.
მომსახურების ერთიანი ბაზა
სასარგებლო ბმულები
-
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
-
სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა
-
გამოცდების ეროვნული ცენტრი
-
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი
-
სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო
-
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი
-
შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი
-
განათლების საერთაშორისო ცენტრი