საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური

OFFICE OF RESOURCE OFFICERS OF EDUCATIONAL INSTITUTIONS

ახალი ამბები

07.07.2022

საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის უფროსი ტრენერ მანდატურებსა და ევროპის საბჭოს ექსპერტებს შეხვდა

საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის უფროსი ტრენერ მანდატურებსა და ევროპის საბჭოს ექსპერტებს შეხვდა

   

 

 

 

მანდატურის სამსახურის უფროსი გელა გელაძე ბათუმში, საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურებისთვის ევროპის საბჭოს მიერ ორგანიზებული ტრენერთა ტრენინგის დახურვას დაესწრო და ტრენერად გადამზადებულ მანდატურებსა და ევროპის საბჭოს ექსპერტებს შეხვდა.

გელა გელაძემ ევროპის საბჭოს აქტიური და ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა. როგორც საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის უფროსმა აღნიშნა, მსგავსი ტრენინგები მნიშვნელოვანია სასკოლო სივრცეში საგანმანათლებლო კამპანიებისა და სხვა პრევენციული ღონისძიებების კიდევ უფრო ეფექტიანად წარმართვისა და თანამშრომელთა განგრძობითი განათლების ხელშეწყობისთვის.

სასწავლო პროგრამა, ადამიანის უფლებების თემაზე, ევროპის საბჭოს მიერ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის თანამშრომლებისთვის 2019 წლის ბოლოს შეიქმნა. აღნიშნული პროგრამის მეშვეობით, ტრენერად უკვე მომზადდა 60-მდე მანდატური, ფსიქოლოგი და სოციალური მუშაკი.

ამჯერად, ევროპის საბჭოს ექსპერტებმა ტრენერად აჭარისა და გურიის რეგიონების 17 მოქმედი მანდატური მოამზადეს. ტრენერთა ტრენინგის დროს, ისინი დეტალურად გაეცნენ ისეთ საკითხებს, როგორიცაა: ადამიანის უფლებები, სტერეოტიპები, სტიგმა და დისკრიმინაცია, ბულინგი, კიბერბულინგი, სიძულვილის ენა და სხვა. ტრენერად გადამზადებული მანდატურები აღნიშნულ საკითხებზე ტრენინგებს საკუთარ კოლეგებს, სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენლებს და სასწავლო პროცესში ჩართულ სხვა პირებს ჩაუტარებენ.

ტრენინგი ევროპის საბჭოს პროექტის „თანასწორობის დაცვისა და დისკრიმინაციის დაუშვებლობის ეფექტური მექანიზმების ხელშეწყობა საქართველოში“ ფარგლებში ჩატარდა.

 

  

 

 

 

 

  

როგორ გავხდე მანდატური?

მონიტორინგის სამმართველოს ცხელი ხაზი

2 200 220 (3335)

ფსიქოლოგიური საკონსულტაციო მომსახურების 24 საათიანი ცხელი ხაზი

08 00 00 00 88

ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრის ცხელი ხაზი

2 200 220 (3025)

ინკლუზიური და სპეციალური განათლების მხარდამჭერი ცენტრის ცხელი ხაზი

2 200 220 (3005)

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი - ლანა ხუნაშვილი l.khunashvili@mandaturi.gov.ge