საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური

OFFICE OF RESOURCE OFFICERS OF EDUCATIONAL INSTITUTIONS

ახალი ამბები

15.07.2022

მანდატურის სამსახურის ორგანიზებით, სკოლებში აღდგენითი მიდგომის საკითხებზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა

მანდატურის სამსახურის ორგანიზებით, სკოლებში აღდგენითი მიდგომის საკითხებზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა

საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრის ორგანიზებით, სკოლებში აღდგენითი მიდგომების დანერგვის საკითხებზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა. ონლაინ შეხვედრაში „კონფლიქტის ტრანსფორმაცია - ახალგაზრდებსა და თემში აღდგენითი მიდგომების  ეროვნული ცენტრის დირექტორი ბელინდა ჰოპკინსი, აღდგენითი პრაქტიკის საერთაშორისო ორგანიზაციის (RPI) გამგეობის  წევრი კრისტოფერ სტრაკერი, საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის უფროსი გელა გელაძე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, გაეროს ბავშვთა ფონდისა და ევროკავშირის  წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

სამუშაო შეხვედრაზე აღდგენითი ურთიერთობების ფორმირების კონცეფცია, სამოქმედო გეგმა და კურიკულუმი განიხილეს, რომელიც აღდგენითი მიდგომების უცხოელმა ექსპერტებმა საქართველოსთვის მოამზადეს.  

საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური იმ საჯარო სკოლებში, სადაც სოციალური მუშაობის კომპონენტითაა წარმოდგენილი, აქტიურად ნერგავს აღდგენით მიდგომებს.

აღდგენითი მიდგომა სკოლებს სთავაზობს ახლებურ ხედვას, რომელიც ორიენტირებულია არა დასჯაზე/სახდელზე, არამედ ურთიერთობების აღდგენაზე, საჭიროებების მიგნებასა და გააზრებაზე, ურთიერთპატივისცემის დანერგვასა და მეგობრული გარემოს შექმნაზე. აღნიშნული პირდაპირ უკავშირდება უკეთესად სწავლებისა და სწავლის პროცესებს და ასევე, ხელს უწყობს სასკოლო სივრცეში კონფლიქტებისა და გამოწვევების შემცირებას.

სწორედ ამ მიზნით, საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურმა შეიმუშავა სკოლებში აღდგენითი მიდგომების დანერგვის გზამკვლევი. საპილოტე სკოლებში დაიწყო აღდგენითი პროცესების დანერგვა და წარმატებული გამოცდილების გაზიარება.

 

 

 

როგორ გავხდე მანდატური?

მონიტორინგის სამმართველოს ცხელი ხაზი

2 200 220 (3335)

ფსიქოლოგიური საკონსულტაციო მომსახურების 24 საათიანი ცხელი ხაზი

08 00 00 00 88

ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრის ცხელი ხაზი

2 200 220 (3025)

ინკლუზიური და სპეციალური განათლების მხარდამჭერი ცენტრის ცხელი ხაზი

2 200 220 (3005)

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი - ლანა ხუნაშვილი l.khunashvili@mandaturi.gov.ge