საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური

OFFICE OF RESOURCE OFFICERS OF EDUCATIONAL INSTITUTIONS

ახალი ამბები

18.07.2022

სოციალურმა მუშაკებმა იმერეთსა და სამეგრელოში 2021-2022 სასწავლო წლის განმავლობაში განხორციელებული ღონისძიებები შეაჯამეს

სოციალურმა მუშაკებმა იმერეთსა და სამეგრელოში 2021-2022 სასწავლო წლის განმავლობაში განხორციელებული ღონისძიებები შეაჯამეს

საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრის სოციალურმა მუშაკებმა, რომლებიც სოციალურ მუშაობას ქუთაისისა და ზუგდიდის საჯარო სკოლებში ახორციელებენ, 2021-2022 სასწავლო წლის განმავლობაში ჩატარებული ღონისძიებები შეაჯამეს და მომავალი სასწავლო წლის სამუშაო გეგმა წარმოადგინეს. პრეზენტაციას ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრის უფროსი თეონა ჩიტიაშვილი, რესურსცენტრების წარმომადგენლები და სკოლების დირექტორები ესწრებოდნენ.

2021-2022 წელს ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრის სოციალურმა მუშაკებმა, იმერეთისა და სამეგრელოს რეგიონების იმ საჯარო სკოლებში, სადაც საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური სოციალური მუშაობის კომპონენტით არის წარმოდგენილი, არაერთი პრევენციული, ინტერვენციული და პროაქტიული ღონისძიება განახორციელეს, მათ შორის:

ძალადობისგან თავისუფალი სასკოლო გარემოს ფორმირების ხელშეწყობის მიზნით, ჩატარდა სასკოლო აქტივობები ბულინგის, ასერტული ქცევის, ტოლერანტობის, ემპათიისა და ფასეულობების შესახებ;

მოეწყო თემატური ფილმების ჩვენება-განხილვა;

ჩატარდა ინტელექტუალური და სპორტული თამაშები;

უფროსკლასელთათვის განხორციელდა სარისკო ქცევის პრევენციის პროგრამა;

სკოლებში ურთიერთპატივისცემის ატმოსფეროს შექმნისა და მეგობრული გარემოს შექმნის მიზნით, ჩატარდა პროაქტიული წრეები;

მრავალფეროვანი ღონისძიებებით აღინიშნა საერთაშორისო დღეები;

გაიმართა შეხვედრები მშობლებთან პოზოტიური მშობლობის, კიბერადიქციის, ძალადობრივი და დესტრუქციული ქცევის ამოცნობისა და პრევენციის თაობაზე;

კრიზისული სიტუაციების პრევენციისა და რეაგირების კუთხით, განხორციელდა ინდივიდუალური და ჯგუფური კონსულტაციები.

სკოლებში აღდგენითი პროცესების დანერგვისა და ჯანსაღი სასკოლო კლიმატის ფორმირების ხელშეწყობის მიზნით, საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის სოციალური მუშაკები მომავალ სასწავლო წელსაც არაერთ მნიშვნელოვან პროექტს განახორციელებენ.

 

როგორ გავხდე მანდატური?

მონიტორინგის სამმართველოს ცხელი ხაზი

2 200 220 (3335)

ფსიქოლოგიური საკონსულტაციო მომსახურების 24 საათიანი ცხელი ხაზი

08 00 00 00 88

ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრის ცხელი ხაზი

2 200 220 (3025)

ინკლუზიური და სპეციალური განათლების მხარდამჭერი ცენტრის ცხელი ხაზი

2 200 220 (3005)

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი - ლანა ხუნაშვილი l.khunashvili@mandaturi.gov.ge