ახალი ამბები
ტრენინგი სქესობრივი დანაშაულებისა და სექსუალური შევიწროების საკითხებზე
საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის დაგეგმარებისა და ანალიზის სამმართველოს კოორდინატორებმა და ტრენერად გადამზადებულმა მანდატურებმა სქესობრივი დანაშაულებისა და სექსუალური შევიწროების საკითხებზე ტრენინგი გაიარეს.
შეხვედრა დაგეგმარებისა და ანალიზის სამმართველოს უფროსმა ეკატერინე მარხვაშვილმა და გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელმა სალომე იჩქიტმა გახსნეს და ტრენინგის მონაწილეებს ნაყოფიერი მუშაობა უსურვეს.
ტრენინგზე სექსუალური ძალადობისა და სექსუალური შევიწროების ფორმები, რეგულირების სამართლებრივი ჩარჩოები, არასრულწლოვნების მიმართ ჩადენილი სექსუალური ძალადობის გამოვლენასთან დაკავშირებული სირთულეები, არსებული გამოწვევები და ტენდენციები, ასევე, მანდატურის სამსახურში დანერგილი სექსუალური შევიწროების პრევენციისა და რეაგირების მექანიზმი განიხილეს.
ტრენინგი პროექტის „ქალებისა და გოგოების მიმართ ძალადობის წინააღმდეგ“ ფარგლებში ჩატარდა და მას გაეროს ქალთა ორგანიზაციის ექსპერტი უძღვებოდა. აღნიშნულ პროექტს გაეროს ქალთა ორგანიზაცია და გაეროს მოსახლეობის ფონდი ევროკავშირის მხარდაჭერით ახორციელებენ.
საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური არის ერთ-ერთი პირველი საჯარო უწყება საქართველოში, რომელმაც სექსუალური შევიწროების პრევენციისა და რეაგირების მექანიზმი დანერგა, რაც ადამიანის უფლებების შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის 2021 წლის ანგარიშში დადებითად აისახა.
მომსახურების ერთიანი ბაზა
სასარგებლო ბმულები
-
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
-
სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა
-
გამოცდების ეროვნული ცენტრი
-
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი
-
სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო
-
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი
-
შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი
-
განათლების საერთაშორისო ცენტრი