ახალი ამბები
საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის უფროსმა რეგიონებში სამუშაო შეხვედრები გამართა
ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე, საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის უფროსი გელა გელაძე ქვემო ქართლისა და კახეთის რეგიონებში საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურებს შეხვდა. შეხვედრებს დაგეგმარებისა და ანალიზის სამმართველოს უფროსი ეკატერინე მარხვაშვილი, რეგიონული ცენტრების ხელმძღვანელები და კოორდინატორებიც ესწრებოდნენ.
სამუშაო შეხვედრებზე სასკოლო სივრცეში უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესის დაცვის მიზნით პრევენციისა და რეაგირების კუთხით განსახორციელებელი ღონისძიებები განიხილეს.
შეხვედრები კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. სამსახურის უფროსმა მანდატურებთან დეტალურად ისაუბრა სამსახურში მიმდინარე და დაგეგმილი სიახლეების შესახებ და მათ მოსაზრებებს გაეცნო.
მსგავსი პირისპირ შეხვედრები საქართველოს ყველა რეგიონის მანდატურებთან სისტემატურად ტარდება და მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება.
მომსახურების ერთიანი ბაზა
სასარგებლო ბმულები
-
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
-
სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა
-
გამოცდების ეროვნული ცენტრი
-
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი
-
სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო
-
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი
-
შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი
-
განათლების საერთაშორისო ცენტრი