ახალი ამბები
საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის სოციალურმა მუშაკებმა ტრენერთა ტრენინგი გაიარეს
საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრის თბილისის, აჭარის, სამცხე-ჯავახეთის, იმერეთისა და შიდა ქართლის რეგიონების 15 სოციალურმა მუშაკმა საჯარო სკოლებში სარისკო ქცევების პრევენციის პროგრამით გადამზადების კურსი - ტრენერთა ტრენინგი გაიარა.
პროგრამა - EUDAP/ „ცოცხალი შესრულებით“/ „ფონოგრამის გარეშე“ წარმოადგენს 11-14 წლის მოზარდებისთვის, სკოლის ფარგლებში განსახორციელებლად განკუთვნილ სარისკო ქცევების პრევენციის სასკოლო პროგრამას, რომელიც ეფუძნება ყოვლისმომცველი სოციალური გავლენის მიდგომას. მისი შემუშავება, დანერგვა და აკრედიტება კვლევის შედეგებზე დაყრდნობით განხორციელდა. პროგრამა წარმოდგენილია 12 გაკვეთილის სახით, რომლის გამოყენებითაც შესაძლებელია განხორციელდეს სოციალური გავლენა, მოსწავლეთათვის ცხოვრებისეული უნარ-ჩვევების გამომუშავება და ეფექტიანი სოციალური ცხოვრებისთვის სარისკო ქცევების პრევენცია.
ტრენინგი გაიმართა ფონდის „გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში - თბილისი“ და ორგანიზაცია ,,ალიანსი უკეთესი ფსიქიკური ჯანმრთელობისთვის'' მიერ.
EUDAP-ის პროგრამის პილოტირება, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის ინსტიტუტის მიერ 2012 წლიდან ხორციელდება, რომლის ფარგლებშიც მოხდა პროგრამის თარგმნა, ადაპტაციაა და დანერგვა თბილისის საპილოტე საჯარო და კერძო სკოლებში.
მომსახურების ერთიანი ბაზა
სასარგებლო ბმულები
-
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
-
სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა
-
გამოცდების ეროვნული ცენტრი
-
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი
-
სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო
-
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი
-
შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი
-
განათლების საერთაშორისო ცენტრი