საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური

OFFICE OF RESOURCE OFFICERS OF EDUCATIONAL INSTITUTIONS

ახალი ამბები

07.05.2011

მინისტრმა და მანდატურებმა გამწვანების აქციაში მონაწილეობა მიიღეს

ხუდადოვის ტყეში 500 ნერგი დაირგო. „დარგე ხე გაამწვანე თბილისი“ აქციის ფარგლებში 500 სკოლის მანდატურმა დღეს კედრებისა და კიპარისის 500 ნერგი დარგო. აქციაში მონაწილეობას განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინიც იღებდა.

დიმიტრი შაშკინის განცხადებით „დარგე ხე გაამწვანე თბილისი“ აქციაში მანდატურების მონაწილეობა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან მანდატურები ზრუნავენ თბილისის გამწვანებაზე და ჯანმრთელი გარემოს შექმნაზე.

აქცია მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახურის ხელშეწყობით განხორციელდა. „დარგე ხე, გაამწვანე თბილისი“, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის ლოცვა-კურთხევით ტარდება.

მანდატურების ფუნქცია დანაშაულის პრევენცია და ბავშვისთვის ყველა სახის დახმარების გაწევაა. მათ სადამსჯელო ღონისძიებების განხორციელება ეკრძალებათ და ვალდებულნი არიან მოსწავლეთა უსაფრთხოებაზე იზრუნონ. უსაფრთხო სკოლის პროგრამის ფარგლებში განხორციელებული ახალი ინიციატივის მიზანია, სწავლის პერიოდში მშობლებს შვილების უსაფრთხოების სრული გარანტია ჰქონდეთ.

როგორ გავხდე მანდატური?

მონიტორინგის სამმართველოს ცხელი ხაზი

2 200 220 (3335)

ფსიქოლოგიური საკონსულტაციო მომსახურების 24 საათიანი ცხელი ხაზი

08 00 00 00 88

ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრის ცხელი ხაზი

2 200 220 (3025)

ინკლუზიური და სპეციალური განათლების მხარდამჭერი ცენტრის ცხელი ხაზი

2 200 220 (3005)

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი - ლანა ხუნაშვილი l.khunashvili@mandaturi.gov.ge