საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური

OFFICE OF RESOURCE OFFICERS OF EDUCATIONAL INSTITUTIONS

ახალი ამბები

14.09.2022

საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურებისთვის მოტივაციური ინტერვიურების ტრენინგი ჩატარდა

საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურებისთვის მოტივაციური ინტერვიურების ტრენინგი ჩატარდა

საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრის ფსიქოლოგებმა დაგეგმარებისა და ანალიზის სამმართველოს თელავისა და ოზურგეთის მანდატურებს მოტივაციური ინტერვიურების ტრენინგი ჩაუტარეს.

მოტივაციური ინტერვიურების ტექნიკა დაეხმარება სპეციალისტებსა და მათი მომსახურებით მოსარგებლე პირებს ქცევის შეცვლის სურვილების იდენტიფიცრებასა და პროცესის დაჩქარებაში, თანამშრომლობისა და ურთიერთკომუნკაციის გზით. 

მოტივაციური ინტერვიურების ტრენინგები ტარდება ორგანიზაციების: „საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი“, ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირი და კახეთის განვითარების ცენტრი“-ს მიერ, გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროსა  და ჰერმან გმაინერის გერმანიის ფონდის ფინანსური მხარდაჭერით,  პროექტის „სოციალურად დაუცველი ბავშვებისა და მათი ოჯახების საჭიროებების უკეთ დაკმაყოფილების მიზნით ადგილობრივი თვითმმართველობებისა და სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტების გაძლიერება კახეთისა და გურიის რეგიონებში“ ფარგლებში.

პროექტის მიზანია კახეთსა და გურიაში, როგორც მოწყვლადი ბავშვიანი ოჯახების მხარდაჭერა, ისე ბავშვთა კეთილდღეობის სფეროში მომუშავე ადგილობრივი სამთავრობო და არასამთვრობო ორგანიზაციების გაძლიერება, თელავისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტებში ბავშვთა დაცვის სისტემის გაუმჯობესების მიზნით.

როგორ გავხდე მანდატური?

მონიტორინგის სამმართველოს ცხელი ხაზი

2 200 220 (3335)

ფსიქოლოგიური საკონსულტაციო მომსახურების 24 საათიანი ცხელი ხაზი

08 00 00 00 88

ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრის ცხელი ხაზი

2 200 220 (3025)

ინკლუზიური და სპეციალური განათლების მხარდამჭერი ცენტრის ცხელი ხაზი

2 200 220 (3005)

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი - ლანა ხუნაშვილი l.khunashvili@mandaturi.gov.ge