საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური

OFFICE OF RESOURCE OFFICERS OF EDUCATIONAL INSTITUTIONS

ახალი ამბები

27.09.2022

საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურში პროექტის - „არც ერთი ბავშვი განათლების გარეშე“ პარტნიორების სამუშაო შეხვედრა გაიმართა

საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურში პროექტის - „არც ერთი ბავშვი განათლების გარეშე“ პარტნიორების სამუშაო შეხვედრა გაიმართა

საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურში პროექტის - „არც ერთი ბავშვი განათლების გარეშე“ პარტნიორების სამუშაო შეხვედრა გაიმართა. აღნიშნული პროექტი მიზნად ისახავს ეროვნული განათლების სისტემის ხარისხისა და ინკლუზიურობის გაძლიერებას. პროექტი გაეროს ბავშვთა ფონდის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ნორვეგიის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების ეროვნულ სამსახურს (STATPED) შორის გაფორმებული პარტნიორობის ფარგლებში ხორციელდება.

შეხვედრის მონაწილეებმა  პროექტის ფარგლებში განხორციელებული ინიციატივები და ინკლუზიური განათლების მხარდამჭერი ახალი ეროვნული მოდელის განვითარების სამოქმედო გეგმა განიხილეს. აღსანიშნავია, რომ ინკლუზიური განათლების მხარდამჭერი ახალი სისტემის დანერგვა დაგეგმილია  სსიპ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურში, რომლის ფარგლებშიც  მხარდამჭერი სისტემის მაკოორდინირებელი მმართველი ერთეული და მის დაქვემდებარებაში მყოფი ოპერაციული რგოლი ჩამოყალიბდება. 

შეხვედრის მონაწილეებმა ასევე განიხილეს ლიდერობის  და კონსულტირების განვითარების ტრენინგ-პროგრამები, რომელსაც 2022 წლის ოქტომბრიდან 2023 წლის ბოლომდე ნორვეგიის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების ეროვნული სამსახურის (STATPED) ექსპერტები ინკლუზიური განათლების მხარდამჭერი სისტემის სპეციალისტებისა და მმართველი რგოლის წარმომადგენლებისთვის ჩაატარებენ.  

 

 

 

 

როგორ გავხდე მანდატური?

მონიტორინგის სამმართველოს ცხელი ხაზი

2 200 220 (3335)

ფსიქოლოგიური საკონსულტაციო მომსახურების 24 საათიანი ცხელი ხაზი

08 00 00 00 88

ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრის ცხელი ხაზი

2 200 220 (3025)

ინკლუზიური და სპეციალური განათლების მხარდამჭერი ცენტრის ცხელი ხაზი

2 200 220 (3005)

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი - ლანა ხუნაშვილი l.khunashvili@mandaturi.gov.ge