ახალი ამბები
მანდატურის სამსახურის უფროსმა ადამიანის უფლებათა სწავლების კურსის წარმატებით დასრულებისთვის ტრენერ მანდატურებს სერტიფიკატები გადასცა
საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის უფროსი გელა გელაძე ბათუმში, ევროპის საბჭოს მიერ ორგანიზებული ტრენერთა ტრენინგის შემაჯამებელ ღონისძიებას დაესწრო და ადამიანის უფლებათა სწავლების კურსის წარმატებით დასრულებისთვის მანდატურებს სერტიფიკატები გადასცა.
ტრენინგში თბილისის, აჭარისა და გურიის რეგიონების 15 ტრენერი მანდატური მონაწილეობდა. მათ დეტალურად შეისწავლეს ისეთი საკითხები, როგორიცაა ანტიდისკრიმინაციული მიდგომები, სტერეოტიპის დაძლევის გზები, ბავშვთა უფლებები, თანასწორობა და მრავალფეროვნება.
ტრენინგები ევროპის საბჭოს პროექტის „თანასწორობის დაცვისა და დისკრიმინაციის დაუშვებლობის ეფექტური მექანიზმების ხელშეწყობა საქართველოში“ ფარგლებში ჩატარდა.
საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური 2019 წლიდან მჭიდროდ თანამშრომლობს ევროპის საბჭოსთან. ამ თანამშრომლობის ფარგლებში, ევროპის საბჭოს ექსპერტების მიერ, სპეციალურად საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურისთვის ადამიანის უფლებათა სწავლების პროგრამა შეიქმნა. აღნიშნული პროგრამით, საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის 60-მდე თანამშრომელმა მრავალეტაპიანი ტრენერთა ტრენინგი გაიარა. 2021-2022 წლებში, ტრენერმა მანდატურებმა 900-მდე მოქმედი მანდატური გადაამზადეს და საჯარო სკოლებში, მოსწავლეებისთვის 1000-მდე საინფორმაციო-საგანმანათლებლო შეხვედრა ჩაატარეს.
მომსახურების ერთიანი ბაზა
სასარგებლო ბმულები
-
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
-
სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა
-
გამოცდების ეროვნული ცენტრი
-
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი
-
სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო
-
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი
-
შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი
-
განათლების საერთაშორისო ცენტრი