ახალი ამბები
საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურმა ფსიქოლოგებისა და სოციალური მუშაკებისთვის სასწავლო სახელმძღვანელოები შექმნა
საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურმა, გაეროს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერით, მაგისტრანტი ფსიქოლოგებისა და სოციალური მუშაკებისთვის ელექტრონული სასწავლო სახელმძღვანელოები შექმნა. სასწავლო მასალა, განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმის ფარგლებში, შესაბამისი სპეციალობის წარმომადგენელთა სასკოლო ჩარევებისთვის მზადებას ემსახურება და არსებული პრაქტიკის სპეციფიკას ასახავს.
„სოციალური მუშაკის როლი სასკოლო გარემოს გაჯანსაღებისთვის“ და „სკოლის ფსიქოლოგის როლი სასკოლო გარემოს გაუმჯობესებისთვის“ - სახელმძღვანელოების ელექტრონული ვერსია საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურმა ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს გადასცა. ეს პირველი ქართულენოვანი სასწავლო მასალაა აღნიშნულ თემებზე, რომელიც საუნივერსიტეტო სივრცეში ახალგაზრდა ფსიქოლოგებსა და სოციალურ მუშაკებს ამ ტიპის სამუშაოს შესასრულებლად მოამზადებს. დღეიდან, სახელმძღვანელოები უნივერსიტეტის საბიბლიოთეკო სივრცეში განთავსდება.
მომსახურების ერთიანი ბაზა
სასარგებლო ბმულები
-
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
-
სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა
-
გამოცდების ეროვნული ცენტრი
-
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი
-
სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო
-
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი
-
შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი
-
განათლების საერთაშორისო ცენტრი