საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური

OFFICE OF RESOURCE OFFICERS OF EDUCATIONAL INSTITUTIONS

ახალი ამბები

15.11.2022

მანდატურის სამსახურმა თანასწორობის კვირეულის აღნიშვნა მრავალფეროვანი ღონისძიებებით დაიწყო

მანდატურის სამსახურმა თანასწორობის კვირეულის აღნიშვნა მრავალფეროვანი ღონისძიებებით დაიწყო

საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის წარმომადგენლებმა, საქართველოს საჯარო სკოლებში, თანასწორობისა და ტოლერანტობის თემებზე მრავალფეროვანი საინფორმაციო და შემეცნებითი ღონისძიებები გამართეს. შეხვედრები სკოლის მოსწავლეებთან თანასწორობის კვირეულის ფარგლებში მიმდინარეობს, რომელსაც ევროპის საბჭო, პარტნიორ ორგანიზაციებთან და უწყებებთან ერთად, ყოველწლიურად აღნიშნავს. 

 

ტრენერად გადამზადებული მანდატურები და დაგეგმარებისა და ანალიზის სამმართველოს კოორდინატორები მოსწავლეებს ნეგატიური სტერეოტიპების, ქსენოფობიის, დისკრიმინაციის და სიძულვილის ენის დაძლევის გზებზე ესაუბრნენშეხვედრები ინტერაქციულ რეჟიმში წარიმართა. ტრენერებთან ერთად, მოზარდებმა შეასრულეს სავარჯიშოები, რომლებიც მაქსიმალურად უწყობს ხელს შემოქმედებითი უნარებისა და კრიტიკული აზროვნების განვითარებას.

 

საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური თანასწორობის კვირეულის აღნიშვნაში, უკვე მეოთხე წელია, აქტიურად არის ჩართული. მიმდინარე კვირეულის ფარგლებშიც, საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურები, ფსიქოლოგები და სოციალური მუშაკები არაერთ მნიშვნელოვან საინფორმაციო-საგანმანათლებლო და კულტურულ-შემეცნებით ღონისძიებას ჩაატარებენ. 

 

 

 

როგორ გავხდე მანდატური?

მონიტორინგის სამმართველოს ცხელი ხაზი

2 200 220 (3335)

ფსიქოლოგიური საკონსულტაციო მომსახურების 24 საათიანი ცხელი ხაზი

08 00 00 00 88

ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრის ცხელი ხაზი

2 200 220 (3025)

ინკლუზიური და სპეციალური განათლების მხარდამჭერი ცენტრის ცხელი ხაზი

2 200 220 (3005)

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი - ლანა ხუნაშვილი l.khunashvili@mandaturi.gov.ge