ახალი ამბები
მანდატურის სამსახურის უფროსი თანასწორობის კვირეულის ფარგლებში გამართულ ღონისძიებებს დაესწრო
საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის უფროსი გელა გელაძე, სამსახურის უფროსის მოადგილე ნინო შატბერაშვილთან ერთად, თბილისის N131 საჯარო სკოლაში, ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრის სოციალური მუშაკების ორგანიზებით გამართულ ღონისძიებას დაესწრო.
სკოლის მოსწავლეებმა საქართველოში მცხოვრები სხვადასხვა ეთნიკური უმცირესობის სამოსი, ნივთები და კერძები წარმოადგინეს, მათ ისტორიასა და კულტურაზე ისაუბრეს, შეასრულეს ტრადიციული ცეკვები და სიმღერები, ასევე, მოამზადეს პრეზენტაციები ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების თემებზე.
თანასწორობის კვირეული აღინიშნა მიხეილ გრუშევსკის სახელობის ქალაქ თბილისის 41-ე საჯარო სკოლაშიც. საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის უკრაინელმა და ქართველმა სოციალურმა მუშაკებმა უკრაინული სექტორის მოსწავლეებისთვის მათ მშობლიურ ენაზე სხვადასხვა საკლასო აქტივობა გამართეს.
მსგავსი საინფორმაციო-საგანმანათლებლო შეხვედრები ტოლერანტობისა და თანასწორობის თემაზე, სოციალურმა მუშაკებმა ყველა იმ საჯარო სკოლაში მოაწყვეს, სადაც მანდატურის სამსახური სოციალური მუშაობის კომპონენტითაა წარმოდგენილი.
მიმდინარე წელს, თანასწორობის კვირეულის ფარგლებში, საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური თბილისისა და რეგიონების საჯარო სკოლებში 100-ზე მეტ აქტივობას განახორციელებს.
მომსახურების ერთიანი ბაზა
სასარგებლო ბმულები
-
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
-
სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა
-
გამოცდების ეროვნული ცენტრი
-
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი
-
სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო
-
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი
-
შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი
-
განათლების საერთაშორისო ცენტრი