ახალი ამბები
მანდატურის სამსახურის ორგანიზებით, მოსწავლეებს შორის ინტელექტუალური თამაში „რა, სად, როდის“ გაიმართა
საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის ორგანიზებითა და ევროპის საბჭოს მხარდაჭერით, თანასწორობის კვირეულის ფარგლებში, მოსწავლეთა შორის ინტელექტუალური თამაში „რა, სად, როდის“ გაიმართა.
ღონისძიებას თბილისის პირველმა კლასიკურმა გიმნაზიამ უმასპინძლა. შეჯიბრში თბილისის N20, N21, N47, N50, N77 სკოლებისა და თბილისის კლასიკური გიმნაზიის მე-10 კლასის მოსწავლეებისგან დაკომპლექტებული 6 გუნდი მონაწილეობდა.
ინტელექტუალური თამაშის მონაწილეებმა ადამიანის უფლებებთან, ტოლერანტობასა და თანასწორობასთან დაკავშირებულ შეკითხვებს უპასუხეს.
დაძაბული ინტელექტუალური შეჯიბრის დასასრულს, ჟიურიმ გამარჯვებულები გამოავლინა. პირველი ადგილი გრიგოლ კობახიძის სახელობის თბილისის N77 საჯარო სკოლის გუნდმა მოიპოვა, მეორე ადგილი თბილისის N21 სკოლის მე-10 კლასელებმა დაიკავეს, მესამე ადგილი კი თბილისის N47 საჯარო სკოლის მოსწავლეებს ერგოთ.
თამაშის გამარჯვებულებსა და მონაწილეებს, ევროპის საბჭოს სახელით, სპეციალური საჩუქრები გადაეცათ.
ღონისძიებას საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის უფროსი გელა გელაძე, ევროპის საბჭოს და თბილისის საჯარო სკოლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
მომსახურების ერთიანი ბაზა
სასარგებლო ბმულები
-
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
-
სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა
-
გამოცდების ეროვნული ცენტრი
-
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი
-
სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო
-
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი
-
შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი
-
განათლების საერთაშორისო ცენტრი