ახალი ამბები
საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ გლობალურ კამპანიას უერთდება
ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ გლობალური კამპანიის ფარგლებში, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის თემაზე, ბათუმში, საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურებისთვის 5 დღიანი ტრენინგი გაიმართა. ტრენინგში აჭარისა და გურიის რეგიონებიდან 13 მანდატური მონაწილეობდა.
ტრენინგის ფარგლებში, მონაწილეები გაეცნენ ისეთ საკითხებს, როგორიცაა: გენდერული თანასწორობა და ადამიანის უფლებები, გენდერული პოლიტიკა და მიდგომები; ქალთა მიმართ ძალადობა და ოჯახში ძალადობა - ფორმები, გამომწვევი მიზეზები და შედეგები; საქართველოს კანონმდებლობა ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების მიმართულებით; საერთაშორისო კონვენციები; ოჯახში ძალადობის მსხვერპლის ფსიქოლოგიური პორტრეტი, ბავშვზე ოჯახში ძალადობის ამოცნობა - ემოციური და ქცევითი სასიგნალო ფაქტორები; ოჯახში ძალადობის მსხვერპლი და მოწმე ბავშვების თავისებურებები და რეაქციები; სექსუალური ძალადობის ბაზისური საკითხები და კომუნიკაციის ძირითადი პრინციპები.
ტრენინგი პროგრამის „ქალებისა და გოგოების მიმართ ძალადობის წინააღმდეგ“ ფარგლებში ჩატარდა, რომელსაც გაეროს ქალთა ორგანიზაცია (UN Women) და გაეროს მოსახლეობის ფონდი (UNFPA) ევროკავშირის (EU) ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებენ.
სასწავლო მოდული - „გენდერული მეინსტრიმინგი განათლებაში: ძალადობა გენდერული ნიშნით და ოჯახში ძალადობა“, გაეროს ქალთა ორგანიზაციის ინიციატივითა და ევროკავშირის მხარდაჭერით, საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურთან თანამშრომლობით შეიქმნა. აღნიშნული სატრენინგო მოდულით თბილისში, ქვემო ქართლსა და გურიაში უკვე გადამზადდა საგანმანთლებლო დაწესებულების 630 მანდატური.
მომსახურების ერთიანი ბაზა
სასარგებლო ბმულები
-
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
-
სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა
-
გამოცდების ეროვნული ცენტრი
-
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი
-
სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო
-
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი
-
შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი
-
განათლების საერთაშორისო ცენტრი