ახალი ამბები
მანდატურის სამსახურის სოციალური მუშაკების ორგანიზებით, სკოლის მოსწავლეებმა შშმ პირთა საერთაშორისო დღე აღნიშნეს
3 დეკემბერი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საერთაშორისო დღეა. ამ თარიღთან დაკავშირებით, საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრის სოციალური მუშაკების ორგანიზებით, ქალაქ თბილისის N198 და N210 საჯარო სკოლების მოსწავლეებმა გამოფენა მოაწყვეს. სპეციალურ სტენდებზე წარმოდგენილი იყო მოსწავლეთა მიერ შექმნილი ნამუშევრები - ხელნაკეთი ნივთები, აქსესუარები, წერილები და ნახატები.
ღონისძიებას საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის უფროსის მოადგილე ნინო შატბერაშვილი ესწრებოდა.
პროექტის მომზადებაში აქტიურად იყვნენ ჩართული აღნიშნული სკოლების თვითმმართველობის და ადმინისტრაციის წარმომადგენლები, სამოქალაქო კლუბების წევრები და სპეციალური მასწავლებლები.
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საერთაშორისო დღე 1992 წელს, გაეროს მიერ დაარსდა. ამ დღეს, მთელ მსოფლიოში, შშმ პირთა მხარდამჭერი სხვადასხვა აქტივობა იმართება.
მომსახურების ერთიანი ბაზა
სასარგებლო ბმულები
-
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
-
სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა
-
გამოცდების ეროვნული ცენტრი
-
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი
-
სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო
-
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი
-
შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი
-
განათლების საერთაშორისო ცენტრი