საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური

OFFICE OF RESOURCE OFFICERS OF EDUCATIONAL INSTITUTIONS

ახალი ამბები

09.12.2022

მანდატურის სამსახურმა ქალთა მიმართ ძალადობის და ადრეული ქორწინების წინააღმდეგ საინფორმაციო-საგანმანათლებლო შეხვედრები გამართა

მანდატურის სამსახურმა ქალთა მიმართ ძალადობის და ადრეული ქორწინების წინააღმდეგ საინფორმაციო-საგანმანათლებლო შეხვედრები გამართა

ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ გლობალური კამპანიის ფარგლებში, საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის თანამშრომლებმა საჯარო სკოლებში საინფორმაციო-საგანმანათლებლო შეხვედრები გამართეს.

საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურისა და საქართველოს სახალხო დამცველის წარმომადგენლებმა, ბავშვთა ასაკში ქორწინების პრევენციის მიზნით, საინფორმაციო კამპანია გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარათაკლიას საჯარო სკოლაში ჩაატარეს. საგანმანათლებლო-შემეცნებითი შეხვედრების შემდეგ, მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, მოსწავლეებმა ადრეული ქორწინების თემაზე მათ მიერ ქართულ და აზერბაიჯანულ ენებზე შექმნილი პოსტერების გამოფენა მოაწყვეს. 

მანდატურის სამსახურის სოციალური მუშაკების ორგანიზებით, გენდერული ნიშნით ძალადობის შესახებ საინფორმაციო შეხვედრები გაიმართა სიღნაღის რაიონის ქალაქ წნორის და ქალაქ გურჯაანის საჯარო სკოლების უფროსკლასელთათვის. შეხვედრებზე ძალადობის ფორმები, ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის მეთოდები, არსებული სერვისები და ქვეყანაში მოქმედი კანონმდებლობა განიხილეს. მოსწავლეებმა გენდერული ნიშნით ძალადობასთან ბრძოლის თემაზე ინსტრალაციებიც შექმნეს.

მსგავსი საინფორმაციო-საგანმანათლებლო შეხვედრები საჯარო სკოლებში მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება.

 

 

როგორ გავხდე მანდატური?

მონიტორინგის სამმართველოს ცხელი ხაზი

2 200 220 (3335)

ფსიქოლოგიური საკონსულტაციო მომსახურების 24 საათიანი ცხელი ხაზი

08 00 00 00 88

ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრის ცხელი ხაზი

2 200 220 (3025)

ინკლუზიური და სპეციალური განათლების მხარდამჭერი ცენტრის ცხელი ხაზი

2 200 220 (3005)

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი - ლანა ხუნაშვილი l.khunashvili@mandaturi.gov.ge