საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური

OFFICE OF RESOURCE OFFICERS OF EDUCATIONAL INSTITUTIONS

ახალი ამბები

16.12.2022

მანდატურის სამსახურის უფროსის მოადგილემ გენდერული თანასწორობის საკითხებზე გამართულ ეროვნულ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

მანდატურის სამსახურის უფროსის მოადგილემ გენდერული თანასწორობის საკითხებზე გამართულ ეროვნულ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის უფროსის მოადგილე ნინო შატბერაშვილმა გენდერული თანასწორობის საკითხებზე გამართულ პირველ ეროვნულ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა. კონფერენცია გაეროს სააგენტოთა ჯგუფის მიერ,  საქართველოს მთავრობასა და საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან პარტნიორობით და შვედეთის მხარდაჭერით იყო ორგანიზებული.

კონფერენციაში გენდერული თანასწორობის, ქალთა უფლებების, ქალთა გაძლიერების და ქალთა უფლებების ადვოკატირების საკითხებზე მომუშავე სახელმწიფო, ადგილობრივი და საერთაშორისო არასამთავრობო, დონორი ორგანიზაციების, ასევე, დიპლომატიური კორპუსის და მედიის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის უფროსის მოადგილე სიტყვით გამოვიდა პანელზე: „განათლება, როგორც უპირველესი გზა გენდერულად მოტივირებული დისკრიმინაციისა და საზიანო პრაქტიკების დასამარცხებლად“.

საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური აქტიურად არის ჩართული გენდერული თანასწორობის მხარდამჭერ, ცნობიერების ასამაღლებელ პროექტებსა და კამპანიებში. გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და გაეროს მოსახლეობის ფონდის მიერ, ევროკავშირის მხარდაჭერით, პროექტის - „ქალებისა და გოგოების მიმართ ძალადობის წინააღმდეგ“ ფარგლებში, სპეციალურად მანდატურის სამსახურისთვის შეიქმნა სასწავლო მოდული - „გენდერული მეინსტრიმინგი განათლებაში: ძალადობა გენდერული ნიშნით და ოჯახში ძალადობა“. აღნიშნული სატრენინგო მოდულის საფუძველზე, ტრენერებად მომზადდნენ დაგეგმარებისა და ანალიზის სამმართველოს კოორდინატორები და საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურები. თავის მხრივ, ტრენერი მანდატურები მუდმივად ახორციელებენ გენდერული თანასწორობისა და დისკრიმინაციის დაუშვებლობის საკითხებზე საჯარო სკოლების მოსწავლეებთან, პედაგოგებთან და სასკოლო ცხოვრებაში ჩართულ სხვა სუბიექტებთან სხვადასხვა ტიპის საგანმანათლებლო და საინფორმაციო  აქტივობებს. 

როგორ გავხდე მანდატური?

მონიტორინგის სამმართველოს ცხელი ხაზი

2 200 220 (3335)

ფსიქოლოგიური საკონსულტაციო მომსახურების 24 საათიანი ცხელი ხაზი

08 00 00 00 88

ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრის ცხელი ხაზი

2 200 220 (3025)

ინკლუზიური და სპეციალური განათლების მხარდამჭერი ცენტრის ცხელი ხაზი

2 200 220 (3005)

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი - ლანა ხუნაშვილი l.khunashvili@mandaturi.gov.ge