ახალი ამბები
მანდატურის სამსახურის უფროსი ბავშვთა დაცვის საკითხებზე ევროკავშირისა და იუნისეფის პროექტის სამუშაო შეხვედრას დაესწრო
საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის უფროსი გელა გელაძე, სამსახურის უფროსის მოადგილე ნინო შატბერაშვილთან ერთად, ევროკავშირისა და გაეროს ბავშვთა ფონდის ერთობლივი პროექტის - „ბავშვთა დაცვის სისტემების და მომსახურებების გაძლიერება საქართველოში“ სამეთვალყურეო საბჭოს შეხვედრას დაესწრო.
შეხვედრაში ევროკავშირის დელეგაციის ადამიანის უფლებების, მართლმსაჯულებისა და საშინაო საქმეების გუნდის ხელმძღვანელი საქართველოში აგატა ნიბოი, გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელი საქართველოში ღასან ხალილი, საქართველოს პარლამენტის, პროკურატურის, შსს-ს, იუსტიციისა და სხვა სამინისტროების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
სამუშაო შეხვედრაზე პროექტის ფარგლებში მიღწეული პროგრესი განიხილეს და სამომავლო გეგმების შესახებ იმსჯელეს.
ევროკავშირის მიერ დაფინსებულ პროექტს - „ბავშვთა დაცვის სისტემების და მომსახურებების გაძლიერება საქართველოში“ გაეროს ბავშვთა ფონდი საქართველოს მთავრობასთან თანამშრომლობით ახორციელებს.
მომსახურების ერთიანი ბაზა
სასარგებლო ბმულები
-
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
-
სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა
-
გამოცდების ეროვნული ცენტრი
-
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი
-
სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო
-
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი
-
შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი
-
განათლების საერთაშორისო ცენტრი