ახალი ამბები
მანდატურის სამსახურმა სკოლებში სოციალური მუშაობის თემაზე სამუშაო შეხვედრები გამართა
საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრის ორგანიზებით, სკოლებში სოციალური მუშაობის კომპონენტისა და სოციალური მუშაკების როლის გაძლიერების თემაზე, სამუშაო შეხვედრები გაიმართა. შეხვედრებზე საგანმანათლებლო დაწესებულებებში სოციალური მუშაობის შედეგები, მიმდინარე პროექტები და სამომავლო გეგმები განიხილეს.
შეხვედრებში საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის უფროსი გელა გელაძე, სამსახურის უფროსის მოადგილე ნინო შატბერაშვილი, საგანმანათლებლო რესურსცენტრების უფროსები, ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრის წარმომადგენლები, საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურები, ასევე, თბილისისა და რეგიონების იმ საჯარო სკოლების დირექტორები და პედაგოგები მონაწილეობდნენ, სადაც მანდატურის სამსახური სოციალური მუშაობის კომპონენტითაა წარმოდგენილი.
საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის უფროსმა, გელა გელაძემ შეხვედრების მონაწილე სკოლების წარმომადგენლებს ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრთან ნაყოფიერი თანამშრომლობისა და მოსწავლეთა საკეთილდღეოდ ინოვაციური მიდგომების დანერგვაში აქტიური მონაწილეობისთვის მადლობის სიგელები გადასცა.
საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური სოციალურ მუშაობას ამჟამად საქართველოს 56 საჯარო სკოლაში ახორციელებს.
მომსახურების ერთიანი ბაზა
სასარგებლო ბმულები
-
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
-
სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა
-
გამოცდების ეროვნული ცენტრი
-
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი
-
სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო
-
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი
-
შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი
-
განათლების საერთაშორისო ცენტრი