საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური

OFFICE OF RESOURCE OFFICERS OF EDUCATIONAL INSTITUTIONS

ახალი ამბები

07.02.2023

მანდატურის სამსახურის ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრმა ბავშვთა საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციებთან სამუშაო შეხვედრა გამართა

მანდატურის სამსახურის ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრმა ბავშვთა საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციებთან სამუშაო შეხვედრა გამართა

საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრმა საქართველოში მოქმედ საერთაშორისო, პროფილურ სახელმწიფო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს ცენტრის მიერ ბოლო 6 თვეში განხორციელებული საქმიანობის შედეგები და მიმდინარე პროექტები გააცნო. შეხვედრის მონაწილეები ასევე გაეცნენ საპილოტე სკოლებში განხორციელებული კვლევის შედეგებს. ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრის მიერ, კვლევის დასაწყისში საპილოტე სკოლებში საბაზისო მონაცემები შეგროვდა, ხოლო დასასრულს - ამ მონაცემებთან მიმართებით ჩარევის ეფექტი გაიზომა.

ონლაინ შეხვედრას მანდატურის სამსახურის უფროსის მოადგილე ნინო შატბერაშვილი, ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრის უფროსი მარიამ დავითაშვილი, ცენტრის სოციალური მუშაობის მენეჯერი ნათია მაჭარაშვილი, ფსიქოლოგები, სოციალური მუშაკები და იმ საჯარო სკოლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ, სადაც ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრის საპილოტე პროგრამა განხორციელდა და სადაც, მოცემული მომენტისთვის, მანდატურის სამსახურის სოციალური მუშაკები არიან წარმოდგენილნი.  

საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრის ინიციატივითა და ორგანიზებით, მსგავსი შეხვედრები საერთაშორისო ორგანიზაციებთან, სახელმწიფო და არასამთავრობო სექტორთან  სისტემატურად იმართება.

როგორ გავხდე მანდატური?

მონიტორინგის სამმართველოს ცხელი ხაზი

2 200 220 (3335)

ფსიქოლოგიური საკონსულტაციო მომსახურების 24 საათიანი ცხელი ხაზი

08 00 00 00 88

ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრის ცხელი ხაზი

2 200 220 (3025)

ინკლუზიური და სპეციალური განათლების მხარდამჭერი ცენტრის ცხელი ხაზი

2 200 220 (3005)

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი - ლანა ხუნაშვილი l.khunashvili@mandaturi.gov.ge