საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური

OFFICE OF RESOURCE OFFICERS OF EDUCATIONAL INSTITUTIONS

ახალი ამბები

08.02.2023

მანდატურის სამსახურში ინკლუზიური განათლების საკითხებზე შეხვედრა გაიმართა

მანდატურის სამსახურში ინკლუზიური განათლების საკითხებზე შეხვედრა გაიმართა

საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურში, ნორვეგიის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების ეროვნული სამსახურის (STATPED) წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრის მონაწილეებმა საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურში ინკლუზიური განათლების მხარდამჭერი ახალი მომსახურების დანერგვის მიმართულებით განხორციელებული აქტივობები და უახლოესი პერიოდის სამოქმედო გეგმა განიხილეს. 

სსიპ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურში ინკლუზიური განათლების მხარდამჭერი მომსახურების დაფუძნება დაგეგმილია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს, გაეროს ბავშვთა ფონდსა და ნორვეგიის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების ეროვნულ სამსახურს (STATPED) შორის გაფორმებული პარტნიორობის ფარგლებში.

აღნიშნული თანამშრომლობა ასევე მოიცავს ტრენინგების ციკლს ლიდერობის და კონსულტირების განვითარების მიმართულებით, რომელსაც ნორვეგიის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების ეროვნული სამსახურის ექსპერტები საქართველოში ინკლუზიური განათლების მხარდამჭერი სისტემის მმართველი რგოლის წარმომადგენლებისა და სპეციალისტებისთვის ატარებენ. ამჟამად  მორიგი სატრენინგო სესიები მიმდინარეობს. 

როგორ გავხდე მანდატური?

მონიტორინგის სამმართველოს ცხელი ხაზი

2 200 220 (3335)

ფსიქოლოგიური საკონსულტაციო მომსახურების 24 საათიანი ცხელი ხაზი

08 00 00 00 88

ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრის ცხელი ხაზი

2 200 220 (3025)

ინკლუზიური და სპეციალური განათლების მხარდამჭერი ცენტრის ცხელი ხაზი

2 200 220 (3005)

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი - ლანა ხუნაშვილი l.khunashvili@mandaturi.gov.ge