ახალი ამბები
STATPED-ის წარმომადგენლებმა ინკლუზიური განათლების საკითხებზე ტრენინგი ჩაატარეს
ნორვეგიის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების ეროვნული სამსახურის (STATPED) წარმომადგენლებმა მორიგი ტრენინგები ჩაატარეს ლიდერობის განვითარებასა და კონსულტირებაში იმ სპეციალისტებისა და მმართველი რგოლის წარმომადგენლებისთვის, რომლებიც პასუხიმსგებელნი არიან საქართველოში ინკლუზიური განათლების ახალი მხარდამჭერი სისტემის დანერგვასა და მის შემდგომ უზრუნველყოფაზე.
ლიდერობის განვითარების ტრენინგს მმართველი რგოლის ოცამდე წარმომადგენელი, ხოლო კონსულტირების ტრენინგს ინკლუზიური განათლების მხარდამჭერი სხვადასხვა მომსახურების 80-ზე მეტი სპეციალისტი დაესწრო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროდან, საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურიდან, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრიდან და რესურსსკოლებიდან.
ტრენინგის წამყვანებსა და მონაწილეებს საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის უფროსი გელა გელაძე და სამსახურის უფროსის მოადგილე ნინო შატბერაშვილი შეხვდნენ და მათ წარმატებული მუშაობა უსურვეს.
ლიდერობის და კონსულტირების განვითარების ტრენინგები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს, გაეროს ბავშვთა ფონდსა და ნორვეგიის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების ეროვნულ სამსახურს (STATPED) შორის გაფორმებული პარტნიორობის ფარგლებში ტარდება. აღნიშნული თანამშრომლობა მიზნად ისახავს ეროვნული ინკლუზიური განათლების სისტემის გაძლიერებას და სსიპ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურში ინკლუზიური განათლების ახალი მხარდამჭერი მომსახურების დაფუძნებას.
მომსახურების ერთიანი ბაზა
სასარგებლო ბმულები
-
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
-
სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა
-
გამოცდების ეროვნული ცენტრი
-
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი
-
სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო
-
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი
-
შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი
-
განათლების საერთაშორისო ცენტრი