ახალი ამბები
21.02.2023
მანდატურის სამსახურის უფროსის მოადგილემ რეგიონებში სამუშაო შეხვედრები გამართა
საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის უფროსის მოადგილე ნინო შატბერაშვილმა, სკოლებში სოციალური მუშაობის კომპონენტის განხორციელებისა და მიღწეული შედეგების განხილვის მიზნით, ქუთაისში, ბათუმში, ფოთსა და ზუგდიდში სამუშაო შეხვედრები გამართა.
შეხვედრებში მანდატურის სამსახურის ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრის წარმომადგენლები, საგანმანათლებლო რესურსცენტრების უფროსები, საჯარო სკოლების დირექტორები და პედაგოგები მონაწილეობდნენ.
შეხვედრებზე სკოლებში სოციალური მუშაობის მიმართულებით მიმდინარე საქმიანობის შედეგები და სამომავლო გეგმები განიხილეს.
საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური სოციალურ მუშაობას ამჟამად საქართველოს 56 საჯარო სკოლაში ახორციელებს.
მომსახურების ერთიანი ბაზა
სასარგებლო ბმულები
-
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
-
სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა
-
გამოცდების ეროვნული ცენტრი
-
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი
-
სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო
-
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი
-
შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი
-
განათლების საერთაშორისო ცენტრი