საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური

OFFICE OF RESOURCE OFFICERS OF EDUCATIONAL INSTITUTIONS

ახალი ამბები

22.02.2023

მანდატურის სამსახურს საქართველოს სკოლებში სოციალური მუშაობის სპეციფიკის გასაცნობად იაპონელი სოციალური მუშაკი ეწვია

მანდატურის სამსახურს საქართველოს სკოლებში სოციალური მუშაობის სპეციფიკის გასაცნობად იაპონელი სოციალური მუშაკი ეწვია

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, იაპონიის საელჩოს, იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოსა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სსიპ საგანმანთლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურს შორის მიმდინარე თანამშრომლობის ფარგლებში, მანდატურის სამსახურის ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრს იაპონელი მოხალისე, მაი ოგიზავა ეწვია.

შეხვედრას საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის უფროსი გელა გელაძე, სამსახურის უფროსის მოადგილე ნინო შატბერაშვილი და ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრის უფროსი მარიამ დავითაშვილი ესწრებოდნენ.

იაპონელი სოციალური მუშაკის ვიზიტის მიზანი სკოლებში სოციალური მუშაობის გამოცდილების გაზიარებას წარმოადგენს. მაი ოგიზავა ქართველ კოლეგებს სკოლებში სოციალური მუშაობის განხორციელების იაპონურ მიდგომებს გაუზიარებს, ხოლო თავად  საქართველოს საგანმანათლებლოს დაწესებულებებში ახლადგანვითარებული სოციალური მუშაობის სპეციფიკას გაეცნობა. 

როგორ გავხდე მანდატური?

მონიტორინგის სამმართველოს ცხელი ხაზი

2 200 220 (3335)

ფსიქოლოგიური საკონსულტაციო მომსახურების 24 საათიანი ცხელი ხაზი

08 00 00 00 88

ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრის ცხელი ხაზი

2 200 220 (3025)

ინკლუზიური და სპეციალური განათლების მხარდამჭერი ცენტრის ცხელი ხაზი

2 200 220 (3005)

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი - ლანა ხუნაშვილი l.khunashvili@mandaturi.gov.ge