საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური

OFFICE OF RESOURCE OFFICERS OF EDUCATIONAL INSTITUTIONS

ახალი ამბები

27.02.2023

საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური სკოლებში აღდგენითი პრაქტიკის დანერგვის პროექტის განხორციელებას იწყებს

 საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური სკოლებში აღდგენითი პრაქტიკის დანერგვის პროექტის განხორციელებას იწყებს

საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრი, გაეროს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერით შერჩეულ სკოლებში, ახალი ინიციატივის განხორციელებას იწყებს. პროექტი საგანმანათლებლო დაწესებულებებში აღდგენითი პრაქტიკის დანერგვას გულისხმობს და მიზნად ისახავს სასკოლო სივრცეში უსაფრთხო გარემოს განმტკიცებისა და კონფლიქტების პოზიტიურად, ეფექტიანად  მოგვარების ხელშეწყობას, კომუნიკაციის უნარ-ჩვევების გაუმჯობესებას, ჯანსაღი ურთიერთობების დამყარებას, შენარჩუნებასა და აღდგენას.

პროექტის განხორციელებაში მონაწილეობენ სფეროს ექსპერტები დიდი ბრიტანეთიდან: ბელინდა ჰოპკინსი და კრისტოფერ სტრაკერი, რომლებიც ტრენინგთა ციკლს უხელმძღვანელებენ. 

ახალი პროექტის გახსნით შეხვედრას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე თამარ მახარაშვილი ესწრებოდა. მისასალმებელ გამოსვლაში, მინისტრის მოადგილემ ყურადღება გაამახვილა სკოლებში მოსწავლეთა და მასწავლებელთა მხარდაჭერისა და ფსიქოემოციურად უსაფრთხო სასკოლო გარემოს ფორმირების მნიშვნელობაზე და აღნიშნული საკითხები განათლების სისტემის პრიორიტეტად დაასახელა.

ონლაინ შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ გაეროს ბავშვთა ფონდის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, პროექტში ჩართული საჯარო სკოლების და საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრის წარმომადგენლები.

 

როგორ გავხდე მანდატური?

მონიტორინგის სამმართველოს ცხელი ხაზი

2 200 220 (3335)

ფსიქოლოგიური საკონსულტაციო მომსახურების 24 საათიანი ცხელი ხაზი

08 00 00 00 88

ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრის ცხელი ხაზი

2 200 220 (3025)

ინკლუზიური და სპეციალური განათლების მხარდამჭერი ცენტრის ცხელი ხაზი

2 200 220 (3005)

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი - ლანა ხუნაშვილი l.khunashvili@mandaturi.gov.ge