საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური

OFFICE OF RESOURCE OFFICERS OF EDUCATIONAL INSTITUTIONS

ახალი ამბები

02.03.2023

მანდატურის სამსახურის სოციალურმა მუშაკებმა სუბკულტურის გავლენის მქონე მოზარდებთან მუშაობის წარმართვის შესახებ ტრენინგი გაიარეს

მანდატურის სამსახურის სოციალურმა მუშაკებმა სუბკულტურის გავლენის მქონე მოზარდებთან მუშაობის წარმართვის შესახებ ტრენინგი გაიარეს

საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრის სოციალურმა მუშაკებმა სუბკულტურის გავლენის მქონე მოზარდებთან მუშაობის წარმართვის შესახებ ტრენინგი გაიარეს.

 

ტრენინგის მიზანს წარმოადგენდა კრიმინალური სუბკულტურის მახასიათებლების, ასევე, იმ მეთოდების შესწავლა, რომლებიც  ეფექტიანია სუბკულტურის გავლენის ქვეშ მყოფ მოზარდებთან სამუშაოდ. მსგავსი მუშაობა მოიცავს როგორც ღირებულებების გადააზრებაში ხელშეწყობას, ისკომუნიკაციის სწორად წარმართვას, ინდივიდუალური კონსულტირების საკითხების განსაზღვრას, შესაბამისი ინდივიდუალური სავარჯიშოების გამოყენებას და ჯგუფური მუშაობის დაგეგმვას. თეორიული ცოდნის გარდა, ტრენინგი დატვირთული იყო სპეციალისტების მიერ პრაქტიკული უნარების გამომუშავებაზე მიმართული აქტივობებით. შეხვედრას მოწვეული ტრენერი უძღვებოდა.

 

ტრენინგი  პროექტის - „სკოლის უსაფრთხოებისა და ინკლუზიის გაძლიერება ფარგლებში ჩატარდა, რომელიც გაეროს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერით ხორციელდება.

 

 

როგორ გავხდე მანდატური?

მონიტორინგის სამმართველოს ცხელი ხაზი

2 200 220 (3335)

ფსიქოლოგიური საკონსულტაციო მომსახურების 24 საათიანი ცხელი ხაზი

08 00 00 00 88

ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრის ცხელი ხაზი

2 200 220 (3025)

ინკლუზიური და სპეციალური განათლების მხარდამჭერი ცენტრის ცხელი ხაზი

2 200 220 (3005)

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი - ლანა ხუნაშვილი l.khunashvili@mandaturi.gov.ge