ახალი ამბები
მანდატურის სამსახურის უფროსის მოადგილემ ევროპის საბჭოს პროექტის მმართველი კომიტეტის შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა
საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის უფროსის მოადგილე სოფიო აბულაშვილმა ევროპის საბჭოს პროექტის „თანასწორობის დაცვისა და დისკრიმინაციის დაუშვებლობის ეფექტური მექანიზმების ხელშეწყობა საქართველოში“ მმართველი კომიტეტის შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.
სხდომაზე პროექტის სამომავლო გეგმების შესახებ იმსჯელეს და უწყებებთან თანამშრომლობის დეტალები განიხილეს.
შეხვედრაში ევროპის საბჭოს ანტიდისკრიმინაციული დეპარტამენტის, საქართველოს გენერალური პროკურატურის, შინაგან საქმეთა სამინისტროს, უზენაესი სასამართლოს, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის, სსიპ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის და სახალხო დამცველის ოფისის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური აქტიურად თანამშრომლობს ევროპის საბჭოსთან, ადამიანის უფლებების, თანასწორობისა და არადისკრიმინაციული მიდგომების შესახებ პროექტებისა და კამპანიების ფარგლებში.
ევროპის საბჭოს ექსპერტების მიერ სპეციალურად საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურისთვის შექმნილი ადამიანის უფლებათა სწავლების პროგრამით, მანდატურის სამსახურის თანამშრომლებმა მრავალეტაპიანი ტრენერთა ტრენინგი გაიარეს.
2019 წლიდან, საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური აქტიურად არის ჩართული კამპანიაში „მე ვირჩევ თანასწორობას“, რომლის ფარგლებშიც, სკოლებში, ყოველწლიურად, ასობით საინფორმაციო-შემეცნებითი და საგანმანათლებლო ღონისძიება იმართება.
მომსახურების ერთიანი ბაზა
სასარგებლო ბმულები
-
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
-
სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა
-
გამოცდების ეროვნული ცენტრი
-
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი
-
სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო
-
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი
-
შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი
-
განათლების საერთაშორისო ცენტრი