ახალი ამბები
საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურებს განათლებაში გენდერული მეინსტრიმინგის თემაზე ტრენინგები ჩაუტარდათ
![საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურებს განათლებაში გენდერული მეინსტრიმინგის თემაზე ტრენინგები ჩაუტარდათ](http://mandaturi.gov.ge/image/cache/data/Gender_mainstreaming_illustration-landing-Global-2-cr-800x600.png)
თბილისის, ქვემო ქართლისა და გურიის რეგიონების 200 მანდატურმა, საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურისთვის შექმნილი ტრენინგ-პროგრამით, განათლებაში გენდერული მეინსტრიმინგის თემაზე გადამზადება გაიარა. ტრენინგებზე ქალთა და გოგონათა მიმართ ძალადობის, გენდერული თანასწორობის და ოჯახში ძალადობის საკითხები განიხილეს.
ტრენინგები გაეროს ქალთა ორგანიზაციის პროექტის - „ქალებისა და გოგონების მიმართ ძალადობის წინააღმდეგ საქართველოში“ მხარდაჭერით ჩატარდა. გადამზადების კურსს საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის ტრენერად გადამზადებული თანამშრომლები უძღვებოდნენ.
საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურთა ტრენინგები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და გაეროს ქალთა ორგანიზაციას შორის 2022 წლის 4 აპრილს გაფორმებული მემორანდუმის ნაწილია. თანამშრომლობა პროექტის „ქალებისა და გოგონების მიმართ ძალადობის წინააღმდეგ“ ფარგლებში მიმდინარეობს. აღნიშნულ პროექტს გაეროს ქალთა ორგანიზაცია და გაეროს მოსახლეობის ფონდი ევროკავშირის მხარდაჭერით ახორციელებს.
სასარგებლო ბმულები
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო
განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი
საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი
შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი
განათლების საერთაშორისო ცენტრი