ახალი ამბები
მანდატურის სამსახურის ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრში უცხოელ სოციალურ მუშაკებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა
საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურს სამუშაო ვიზიტით ფინელი სოციალური მუშაკი კატი ტურტიაინენი და გერმანელი სოციალური მუშაკი ინგო სტამი ეწვივნენ.
მანდატურის სამსახურის ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრის თანამშრომლებმა უცხოელ კოლეგებთან გამართულ შეხვედრაზე საქართველოს განათლების სისტემაში ახლადდანერგილი სასკოლო სოციალური მუშაობის პრაქტიკაზე ისაუბრეს. თავის მხრივ, სტუმრებმა ქართველ კოლეგებს სკოლებში სოციალური მუშაობის კუთხით მათ ქვეყნებში არსებული პრაქტიკა, გამოწვევები და მიღწევები გაუზიარეს.
ფინელი და გერმანელი სოციალური მუშაკები ასევე გაეცნენ მანდატურის სამსახურის ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრში მიმდინარე სოციალური მუშაობის პრაქტიკის სწავლების კომპონენტის და უნივერსიტეტებთან თანამშრომლობის სპეციფიკასაც. საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურმა, ახალგაზრდა სპეციალისტთა უშუალო პრაქტიკაში დახელოვნების მიზნით, 2019 წელს, ურთიერთგაგების მემორანდუმი გააფორმა საქართველოში არსებულ უმაღლესი განათლების ყველა სახელმწიფო სასწავლებელთან, რომელსაც სოციალური მუშაობისა და ფსიქოლოგიის პროგრამები აქვთ.
შეხვედრაზე კოლეგებმა პროფესიული ზედამხედველობის კომპონენტზეც ისაუბრეს. პროფესიულმა ზედამხედველებმა უცხოელ სპეციალისტებს სამსახურში მოქმედი შიდა და გარე სუპერვიზიის კონცეფცია გააცნეს.
მომსახურების ერთიანი ბაზა
სასარგებლო ბმულები
-
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
-
სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა
-
გამოცდების ეროვნული ცენტრი
-
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი
-
სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო
-
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი
-
შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი
-
განათლების საერთაშორისო ცენტრი