საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური

OFFICE OF RESOURCE OFFICERS OF EDUCATIONAL INSTITUTIONS

ახალი ამბები

10.04.2023

საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური სკოლებში აღდგენითი პრაქტიკის დანერგვის პროექტს აგრძელებს

საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური სკოლებში აღდგენითი პრაქტიკის დანერგვის პროექტს აგრძელებს

 

საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრი, გაეროს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერით შერჩეულ სკოლებში, ახალი ინიციატივის განხორციელებას აგრძელებს.

პროექტი საგანმანათლებლო დაწესებულებებში აღდგენითი პრაქტიკის დანერგვას გულისხმობს და მიზნად ისახავს სასკოლო სივრცეში კონფლიქტების პოზიტიურად და ეფექტიანად მოგვარების და უსაფრთხო გარემოს განმტკიცების ხელშეწყობას, კომუნიკაციის უნარ-ჩვევების გაუმჯობესებას, ჯანსაღი ურთიერთობების დამყარებას, შენარჩუნებასა და აღდგენას.

პროექტის განხორციელებაში მონაწილეობენ კონფლიქტების ტრანსფორმაციის ცენტრისა და აღდგენითი მიდგომების ეროვნული ცენტრის დირექტორი ბელინდა ჰოპკინსი და აღდგენითი მართლმსაჯულების საბჭოს მიერ აკრედიტირებული ექსპერტი კრისტოფერ სტრაკერი. ბრიტანელი ექსპერტები ტრენინგთა ციკლს ხელმძღვანელობენ.

მიმდინარე ტრენინგში ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრის სოციალური მუშაკები და იმ სკოლების ადმინისტრაციის წარმომადგენლები მონაწილეობენ, სადაც მანდატურის სამსახური სოციალური მუშაობის კომპონენტითაა წარმოდგენილი. 

 

 

 

როგორ გავხდე მანდატური?

მონიტორინგის სამმართველოს ცხელი ხაზი

2 200 220 (3335)

ფსიქოლოგიური საკონსულტაციო მომსახურების 24 საათიანი ცხელი ხაზი

08 00 00 00 88

ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრის ცხელი ხაზი

2 200 220 (3025)

ინკლუზიური და სპეციალური განათლების მხარდამჭერი ცენტრის ცხელი ხაზი

2 200 220 (3005)

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი - ლანა ხუნაშვილი l.khunashvili@mandaturi.gov.ge