ახალი ამბები
გიორგი ამილახვარმა საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის თანამშრომლები დააჯილდოვა
საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის დაარსების დღესთან დაკავშირებით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა მანდატურებს, ფსიქოლოგებსა და სოციალურ მუშაკებს უმასპინძლა.
მინისტრმა დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა, განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა სკოლებში, უსაფრთხო საგანმანათლებლო გარემოს უზრუნველყოფის კუთხით, მანდატურის სამსახურის მნიშვნელობაზე და მანდატურებს, ფსიქოლოგებსა და სოციალურ მუშაკებს გაწეული საქმიანობისთვის მადლობის სიგელები გადასცა.
გიორგი ამილახვარი: „ბოლო წლებში განხორციელებული მასშტაბური ინიციატივების შედეგად, დღეს მანდატურის სამსახური განათლების სისტემაში ერთ-ერთ გამორჩეულ, მოსწავლეზე ორიენტირებულ უმნიშვნელოვანეს ინსტიტუტს წარმოადგენს, რომელიც ყოველდღიურ რეჟიმში ზრუნავს ჩვენი შვილების უსაფრთხოებაზე.
მინდა, მადლობა გადავუხადო თითოეულ მანდატურს, ფსიქოლოგსა და სოციალურ მუშაკს თავდაუზოგავი შრომისთვის. სწორედ ამ ადამიანებს მიუძღვით უდიდესი როლი სკოლებში ჯანსაღი, მზრუნველი და მეგობრული გარემოს შექმნის საქმეში, რაც ჩვენს მოსწავლეებს საკუთარი შესაძლებლობებისა და ცოდნის სრულად გამოვლენისა და რეალიზების საშუალებას აძლევს.“
საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის თანამშრომელთა დაჯილდოების ღონისძიებას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე გელა გელაძე, სსიპ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი სოფიო აბულაშვილი და სამსახურის სხვადასხვა მიმართულების ხელმძღვანელები ესწრებოდნენ.
საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის დაარსების დღე ყოველწლიურად 15 აპრილს აღინიშნება.
მომსახურების ერთიანი ბაზა
სასარგებლო ბმულები
-
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
-
სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა
-
გამოცდების ეროვნული ცენტრი
-
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი
-
სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო
-
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი
-
შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი
-
განათლების საერთაშორისო ცენტრი