ახალი ამბები
მანდატურის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა, სოფიო აბულაშვილმა ევროპის საბჭოს მმართველი კომიტეტის სხდომაში მიიღო მონაწილეობა
ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს თანადაფინანსებით, „პარტნიორობა კარგი მმართველობისთვის“ პროგრამის მესამე ეტაპის ფარგლებში, საქართველოში, 2023-2027 წლებში, 4 ახალი პროექტი განხორციელდება.
აღნიშნული პროექტების მიზანია, ხელი შეუწყოს ქვეყნის დემოკრატიულ წინსვლას, ადამიანის უფლებების დაცვას, სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლას, ინსტიტუციური ჩარჩოების გაძლიერებასა და კანონის უზენაესობას.
დამატებით, რეგიონულ დონეზე განხორციელდება 3 პროექტი, რომელშიც საქართველოც მონაწილეობს - ეკონომიკურ დანაშაულთან და დისკრიმინაციასთან ბრძოლა, თანასწორობის ხელშეწყობა და ქალთა მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის მხარდაჭერა.
„პარტნიორობა კარგი მმართველობისთვის“ პროგრამის პროექტები საზოგადოებას ადგილობრივი მმართველი კომიტეტის პირველ სხდომაზე წარედგინა.
კომიტეტის სხდომაში, პარტნიორი საერთაშორისო და სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებთან ერთად, სსიპ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი, სოფიო აბულაშვილი მონაწილეობდა.
საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური, ბოლო წლების განმავლობაში, აქტიურად თანამშრომლობს ევროპის საბჭოსთან, ადამიანის უფლებების, თანასწორობისა და არადისკრიმინაციული მიდგომების შესახებ პროექტებისა და კამპანიების ფარგლებში.
მომსახურების ერთიანი ბაზა
სასარგებლო ბმულები
-
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
-
სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა
-
გამოცდების ეროვნული ცენტრი
-
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი
-
სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო
-
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი
-
შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი
-
განათლების საერთაშორისო ცენტრი