საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური

OFFICE OF RESOURCE OFFICERS OF EDUCATIONAL INSTITUTIONS

ახალი ამბები

27.04.2023

განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე გელა გელაძე ინკლუზიური განათლების მხარდამჭერი, ლიდერობის განვითარების ტრენინგის მონაწილეებს შეხვდა

განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე გელა გელაძე ინკლუზიური განათლების მხარდამჭერი, ლიდერობის განვითარების ტრენინგის მონაწილეებს შეხვდა

საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურში ინკლუზიური განათლების მხარდამჭერი ახალი სისტემის დაფუძნების ფარგლებში, ნორვეგიის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების ეროვნული სამსახურის (STATPED) წარმომადგენლებმა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს თანამშრომლებისთვის ლიდერობის განვითარების ტრენინგი ჩაატარეს.

ტრენინგში საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრისა და რესურსსკოლების ის სპეციალისტები და მმართველი რგოლის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან საქართველოში ინკლუზიური განათლების ახალი მხარდამჭერი სისტემის დანერგვასა და უზრუნველყოფაზე.

ტრენინგის დახურვას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე, გელა გელაძე დაესწრო. მინისტრის მოადგილე ტრენინგის მონაწილეებს შეხვდა და სერტიფიკატები გადასცა.

ლიდერობისა და კონსულტირების განვითარების ტრენინგები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს, გაეროს ბავშვთა ფონდსა და ნორვეგიის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების ეროვნულ სამსახურს (STATPED) შორის გაფორმებული პარტნიორობის ფარგლებში ტარდება.

 

როგორ გავხდე მანდატური?

მონიტორინგის სამმართველოს ცხელი ხაზი

2 200 220 (3335)

ფსიქოლოგიური საკონსულტაციო მომსახურების 24 საათიანი ცხელი ხაზი

08 00 00 00 88

ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრის ცხელი ხაზი

2 200 220 (3025)

ინკლუზიური და სპეციალური განათლების მხარდამჭერი ცენტრის ცხელი ხაზი

2 200 220 (3005)

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი - ლანა ხუნაშვილი l.khunashvili@mandaturi.gov.ge