ახალი ამბები
08.05.2023
საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური რეგიონების კიდევ 4 საჯარო სკოლაში შევიდა
საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური კახეთის, აჭარის, სამეგრელოსა და ქვემო ქართლის რეგიონების კიდევ 4 საჯარო სკოლაში შევიდა.
დღეიდან, საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურები წარმოდგენილი იქნებიან ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ქვალონის N1, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ საბირკენდის N1, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაჩნაძიანის და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ წინსვლის საჯარო სკოლებში.
ამ დროისთვის, საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური, საქართველოს მასშტაბით, 696 საჯარო სკოლაშია წარმოდგენილი, სადაც მოსწავლეთა საერთო რაოდენობის 90 პროცენტზე მეტი სწავლობს. მანდატურის სამსახურის მომსახურებით ასევე სარგებლობენ კერძო სკოლები და პროფესიული სასწავლებლები.
მომსახურების ერთიანი ბაზა
სასარგებლო ბმულები
-
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
-
სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა
-
გამოცდების ეროვნული ცენტრი
-
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი
-
სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო
-
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი
-
შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი
-
განათლების საერთაშორისო ცენტრი