ახალი ამბები
საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურმა EFeCT-ის საერთაშორისო კონგრესში მიიღო მონაწილეობა
ნიდერლანდების სამეფოში, დე გლინდში, განათლებისა და ზრუნვის სფეროში კონფლიქტების მართვისა და გამკლავების ევროპული ფედერაციის (EFeCT) საერთაშორისო კონგრესი გაიმართა, რომელშიც აშშ-ს, საფრანგეთის, ბელგიის, შოტლანდიის, ნიდერლანდების, უნგრეთისა და სხვა ქვეყნების ცნობილი ექსპერტები მონაწილეობდნენ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სსიპ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურს კონგრესზე ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი, მარიამ დავითაშვილი წარმოადგენდა. მარიამ დავითაშვილმა კონგრესის მონაწილეებს მანდატურის სამსახურის მიერ სკოლებში აღდგენითი მიდგომის დანერგვის კუთხით განხორციელებული და დაგეგმილი ღონისძიებები გააცნო.
კონგრესის ფარგლებში, ასევე გაიმართა „კრიზისული ინტერვენცია ცხოვრებისეულ კონტექსტში (LSCI)" მეთოდის ტრენერთა საბჭოს სხდომა, რომელზეც საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური განსაკუთრებული სტუმრის სტატუსით იყო მიწვეული.
LSCI არის საერთაშორისოდ აღიარებული, ინტერაქციული თერაპიული მეთოდი, რომელიც ბავშვებსა და მოზარდებს პრობლემური სიტუაციების სწავლის შესაძლებლობებად გარდაქმნაში, კრიტიკული მოვლენის ან სტრესული ინციდენტების დეესკალაციასა და დაძლევაში ეხმარება. აღნიშნულ მეთოდს საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრი, სკოლებში თავისი საქმიანობის განხორციელებისას, 2020 წლიდან აქტიურად იყენებს.
მომსახურების ერთიანი ბაზა
სასარგებლო ბმულები
-
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
-
სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა
-
გამოცდების ეროვნული ცენტრი
-
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი
-
სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო
-
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი
-
შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი
-
განათლების საერთაშორისო ცენტრი