საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური

OFFICE OF RESOURCE OFFICERS OF EDUCATIONAL INSTITUTIONS

ახალი ამბები

02.06.2023

საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური ბავშვთა უფლებების დაცვის კვირეულს მრავალფეროვანი ღონისძიებებით აღნიშნავს

საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური ბავშვთა უფლებების დაცვის კვირეულს მრავალფეროვანი ღონისძიებებით აღნიშნავს

საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის მხარდაჭერით, ბავშვთა უფლებების დაცვისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, საქართველოს საჯარო სკოლებში მრავალფეროვანი კულტურულ-საგანმანათლებლო, შემეცნებითი, სპორტული და გასართობი აქტივობები ტარდება.

გალაქტიონ ტაბიძის სახელობის ქალაქ თბილისის N51 საჯარო სკოლაში გამართულ ღონისძიებას საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი, სოფიო აბულაშვილი დაესწრო. მოსწავლეებმა ბავშვთა უფლებების თემაზე შექმნილი ნახატებისა და პოსტერების გამოფენა მოაწყვეს, გაიმართა ფლეშმობი, სპექტაკლი და შესრულდა მუსიკალური კომპოზიციები.

საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურებისა და ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრის სოციალური მუშაკების ორგანიზებით, სხვადასხვა სახის სპორტული, გასართობი და შემეცნებითი ღონისძიებები გაიმართა თბილისის, ბათუმის, გორის, ხაშურის, ახალციხის, თელავისა და სხვა ქალაქების საჯარო სკოლებშიც.

კვირეულის ფარგლებში, საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის ტრენერებმა ბავშვთა უფლებების, თანასწორობისა და არადისკრიმინაციული მიდგომების თემაზე, საქართველოს საჯარო სკოლებში 500-ზე მეტი საინფორმაციო-საგანმანათლებლო შეხვედრა ჩაატარეს. 

როგორ გავხდე მანდატური?

მონიტორინგის სამმართველოს ცხელი ხაზი

2 200 220 (3335)

ფსიქოლოგიური საკონსულტაციო მომსახურების 24 საათიანი ცხელი ხაზი

08 00 00 00 88

ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრის ცხელი ხაზი

2 200 220 (3025)

ინკლუზიური და სპეციალური განათლების მხარდამჭერი ცენტრის ცხელი ხაზი

2 200 220 (3005)

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი - ლანა ხუნაშვილი l.khunashvili@mandaturi.gov.ge