ახალი ამბები
ინტელექტუალური თამაში თანასწორობის თემებზე საქართველოს რეგიონების საჯარო სკოლებში გრძელდება
საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური, ევროპის საბჭოს მხარდაჭერით, თანასწორობის თემაზე ინტელექტუალური თამაშის გამართვას საქართველოს რეგიონების საჯარო სკოლებში აგრძელებს.
თბილისის შემდეგ, ინტელექტუალურ თამაშს გორმა უმასპინძლა. შეჯიბრში შიდა ქართლის 6 საჯარო სკოლის მოსწავლეებისგან დაკომპლექტებული გუნდები მონაწილეობდნენ.
ღონისძიების დასაწყისში, წარმოდგენილი იყო ბავშვთა უფლებებისა და თანასწორობის თემებზე მოსწავლეთა მიერ შექმნილი ნამუშევრები, ნახატები და პოსტერები.
ღონისძიებას საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი სოფიო აბულაშვილი, რესურსცენტრის წარმომადგენლები, სკოლების დირექტორები, მანდატურები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.
სპეციალურმა ჟიურიმ ინტელექტუალური თამაშის გამარჯვებული გამოავლინა. შიდა ქართლის რეგიონის სკოლებს შორის გამარჯვება გორის N5 საჯარო სკოლის გუნდმა მოიპოვა.
გამარჯვებულსა და თამაშის მონაწილე გუნდებს სერტიფიკატები და სპეციალური საჩუქრები გადაეცათ.
ინტელექტუალური თამაში თანასწორობის თემაზე საქართველოს სხვა რეგიონებშიც გაიმართება.
მომსახურების ერთიანი ბაზა
სასარგებლო ბმულები
-
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო
-
განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა
-
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი
-
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი
-
საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო
-
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი
-
შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი
-
განათლების საერთაშორისო ცენტრი