საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური

OFFICE OF RESOURCE OFFICERS OF EDUCATIONAL INSTITUTIONS

ახალი ამბები

09.06.2023

მანდატურის სამსახურის სოციალური მუშაკის ორგანიზებით, N153 საჯარო სკოლაში საფეხბურთო ჩემპიონატი გაიმართა

მანდატურის სამსახურის სოციალური მუშაკის ორგანიზებით,  N153 საჯარო სკოლაში საფეხბურთო ჩემპიონატი გაიმართა

ბავშვთა უფლებების დაცვის კვირეულის ფარგლებში, საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრის სოციალური მუშაკის ორგანიზებითა და სკოლის ადმინისტრაციის მხარდაჭერით, თბილისის N153 საჯარო სკოლაში საფეხბურთო ჩემპიონატი გაიმართა. 

ტურნირი 2 ასაკობრივი კატეგორიის მოსწავლეების მონაწილეობით ჩატარდა. სკოლის ტერიტორიაზე არსებულ მინი სტადიონზე ერთმანეთს VII - IX და X – XI კლასების მოსწავლეები შეეჯიბრნენ. სპორტულ თამაშში 76 მოსწავლისგან დაკომპლექტებული 9 გუნდი მონაწილეობდა.

გამარჯვებულ გუნდებს „მანდატურის სამსახურის თასი“  გადაეცათ.

ღონისძიების მიზანია მოსწავლეებს შორის სოციალური შეჭიდულობის ზრდა, მეგობრული გარემოს ფორმირება, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია და მხარდაჭერა. მსგავსი აქტივობები მომავალში სხვა საჯარო სკოლებშიც გაიმართება.  

როგორ გავხდე მანდატური?

მონიტორინგის სამმართველოს ცხელი ხაზი

2 200 220 (3335)

ფსიქოლოგიური საკონსულტაციო მომსახურების 24 საათიანი ცხელი ხაზი

08 00 00 00 88

ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრის ცხელი ხაზი

2 200 220 (3025)

ინკლუზიური და სპეციალური განათლების მხარდამჭერი ცენტრის ცხელი ხაზი

2 200 220 (3005)

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი - ლანა ხუნაშვილი l.khunashvili@mandaturi.gov.ge