საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური

OFFICE OF RESOURCE OFFICERS OF EDUCATIONAL INSTITUTIONS

ახალი ამბები

14.06.2023

ინტელექტუალურ თამაშში თანასწორობის თემაზე ქვემო ქართლის საჯარო სკოლების მოსწავლეები ჩაერთნენ

ინტელექტუალურ თამაშში თანასწორობის თემაზე ქვემო ქართლის საჯარო სკოლების მოსწავლეები ჩაერთნენ

საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის ორგანიზებითა და ევროპის საბჭოს მხარდაჭერით, რუსთავში, ქვემო ქართლის საჯარო სკოლების მოსწავლეებს შორის, თანასწორობის თემაზე ინტელექტუალური შეჯიბრი გაიმართა. თამაშში 6 საჯარო სკოლის მე-10 კლასების მოსწავლეებისგან დაკომპლექტებული გუნდები მონაწილეობდნენ.

ინტელექტუალურ თამაშში გამარჯვება რუსთავის N22 საჯარო სკოლის გუნდმა მოიპოვა.

შეჯიბრში მონაწილე ყველა გუნდს, საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურისა და ევროპის საბჭოს სახელით, სერტიფიკატები და საჩუქრები გადაეცათ.

ღონისძიებაზე ასევე წარმოდგენილი იყო ბავშვთა უფლებების თემაზე მოსწავლეების მიერ შექმნილი ნამუშევრები, ნახატები და პოსტერები.

ახალი სასწავლო წლის დაწყების შემდეგ, მოსწავლეთა შორის ინტელექტუალური შეჯიბრებები  საქართველოს სხვა რეგიონებშიც გაიმართება.  

როგორ გავხდე მანდატური?

მონიტორინგის სამმართველოს ცხელი ხაზი

2 200 220 (3335)

ფსიქოლოგიური საკონსულტაციო მომსახურების 24 საათიანი ცხელი ხაზი

08 00 00 00 88

ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრის ცხელი ხაზი

2 200 220 (3025)

ინკლუზიური და სპეციალური განათლების მხარდამჭერი ცენტრის ცხელი ხაზი

2 200 220 (3005)

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი - ლანა ხუნაშვილი l.khunashvili@mandaturi.gov.ge