საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური

OFFICE OF RESOURCE OFFICERS OF EDUCATIONAL INSTITUTIONS

ახალი ამბები

15.06.2023

ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრის ორგანიზებით, თბილისის N29 საჯარო სკოლაში ქართულ-იაპონური კულტურის დღე გაიმართა

ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრის ორგანიზებით, თბილისის N29 საჯარო სკოლაში ქართულ-იაპონური კულტურის დღე გაიმართა

საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრის ორგანიზებით, იაპონელი კოლეგა სოციალური მუშაკის, მაი ოგიზავას ჩართულობითა და სკოლის ადმინისტრაციასთან თანამშრომლობით, ქალაქ თბილისის N29 საჯარო სკოლაში ქართულ-იაპონური კულტურის დღე გაიმართა.

ღონისძიებაში სკოლის მოსწავლეები, თვითმმართველობისა და სამოქალაქო კლუბის წევრები მონაწილეობდნენ. მოზარდებმა საქართველოსა და იაპონიის ტრადიციებისა და კულტურის შესახებ პრეზენტაციები მოამზადეს. ასევე, წარმოდგენილი იყო ორი ქვეყნის ეროვნული სამოსები და კერძები. მოსწავლეებმა შეასრულეს ტრადიციული ქართული ცეკვები და მოახდინეს იაპონური სპორტის სახეობა - კარატეს ილეთების დემონსტრირება.

იაპონელი სოციალური მუშაკი მაი ოგიზავა საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურში  საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, იაპონიის საელჩოს, იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოსა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შორის მიმდინარე თანამშრომლობის ფარგლებში იმყოფება. 

როგორ გავხდე მანდატური?

მონიტორინგის სამმართველოს ცხელი ხაზი

2 200 220 (3335)

ფსიქოლოგიური საკონსულტაციო მომსახურების 24 საათიანი ცხელი ხაზი

08 00 00 00 88

ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრის ცხელი ხაზი

2 200 220 (3025)

ინკლუზიური და სპეციალური განათლების მხარდამჭერი ცენტრის ცხელი ხაზი

2 200 220 (3005)

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი - ლანა ხუნაშვილი l.khunashvili@mandaturi.gov.ge