ახალი ამბები
განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე გელა გელაძე რეგიონებში საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურებს შეხვდა
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე გელა გელაძე სამეგრელოსა და ზემო სვანეთის, ასევე, აჭარისა და გურიის რეგიონული ცენტრების საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურებს შეხვდა.
სამუშაო შეხვედრებზე განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ, სასკოლო უსაფრთხოების კუთხით, გასული სასწავლო წლის შედეგები შეაჯამა და სამომავლო ამოცანებზე, მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა.
გელა გელაძემ მანდატურის სამსახურის თანამშრომლებს ეფექტიანი და წარმატებული მუშაობისთვის მადლობა გადაუხადა.
სამუშაო შეხვედრებს ასევე ესწრებოდნენ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის უფროსი სოფიო აბულაშვილი, სამსახურის უფროსის მოადგილე ეკატერინე მარხვაშვილი, დაგეგმარებისა და ანალიზის სამმართველოს რეგიონული ცენტრების ხელმძღვანელები.
ბოლო წლების განმავლობაში, საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურმა, სასკოლო კლიმატის გაჯანსაღებისა და სასკოლო უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, არაერთი მნიშვნელოვანი, ინოვაციური პროექტი განახორციელა, მათ შორის:
საქართველოს საგანმანათლებლო სივრცეში პირველად, მანდატურის სამსახური სკოლებში სოციალური მუშაობის კომპონენტით შევიდა; დაიწყო სასკოლო მედიაციის უპრეცედენტო პროექტის განხორციელება; მნიშვნელოვნად გაძლიერდა ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრი, ასევე, სასკოლო უსაფრთხოების მიმართულებით - რეაგირებისა და პრევენციის მექანიზმები; შეიქმნა კრიზისული ინტერვენციის ჯგუფი; აქტიურად გრძელდება მოზარდებში ნივთიერებათა ავადმოხმარების და სხვა პრევენციული პროგრამების განხორციელება; მოსწავლეებთან, მათ მშობლებთან და მასწავლებლებთან ჩატარდა ათასობით საინფორმაციო-საგანმანათლებლო შეხვედრა ძალადობის, კიბერბულინგის, ოჯახში ძალადობის, ბავშვთა ასაკში ქორწინების, თანასწორობისა და ტოლერანტობის, ანტიდისკრიმინაციული მიდგომების, დესტრუქციული ქცევის, ბავშვთა უფლებების და სხვა მნიშვნელოვან თემებზე. ამჟამად მიმდინარეობს აქტიური მუშაობა საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურში ინკლუზიური განათლების მხარდამჭერი მომსახურების დანერგვის მიმართულებით.
მომსახურების ერთიანი ბაზა
სასარგებლო ბმულები
-
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
-
სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა
-
გამოცდების ეროვნული ცენტრი
-
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი
-
სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო
-
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი
-
შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი
-
განათლების საერთაშორისო ცენტრი