ახალი ამბები
საგანმანათლებლო დაწესებულების კიდევ 13 მანდატური ტრენერად გადამზადდა
ადამიანის უფლებათა სწავლების პროგრამით, საგანმანათლებლო დაწესებულების კიდევ 13 მანდატური სამცხე-ჯავახეთის, სამეგრელოს, აჭარის, კახეთისა და იმერეთის რეგიონებიდან ტრენერად გადამზადდა.
ტრენერთა ტრენინგს, ევროპის საბჭოს ექსპერტების სუპერვიზიით, თავად საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის უკვე ტრენერად გადამზადებული თანამშრომლები უძღვებოდნენ.
ადამიანის უფლებათა სწავლების პროგრამა მანდატურებისთვის მოიცავს ისეთ საკითხებს, როგორიცაა: სტერეოტიპები, სტიგმა და დისკრიმინაცია; ბულინგი და კიბერბულინგი; სიძულვილის ენა და მასთან ბრძოლის მექანიზმები; ბავშვის უფლებების კონვენცია; საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის როლი ადამიანის უფლებათა სწავლების სფეროში.
ტრენინგი ჩატარდა საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის მხარდაჭერით, პროექტის - „თანასწორობის დაცვისა და დისკრიმინაციის დაუშვებლობის ეფექტური მექანიზმების ხელშეწყობა საქართველოში“ ფარგლებში.
მომსახურების ერთიანი ბაზა
სასარგებლო ბმულები
-
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
-
სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა
-
გამოცდების ეროვნული ცენტრი
-
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი
-
სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო
-
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი
-
შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი
-
განათლების საერთაშორისო ცენტრი