საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური

OFFICE OF RESOURCE OFFICERS OF EDUCATIONAL INSTITUTIONS

ახალი ამბები

20.07.2023

საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის თანამშრომლებმა ადამიანის უფლებების თემაზე ტრენინგი გაიარეს

საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის თანამშრომლებმა ადამიანის უფლებების თემაზე ტრენინგი გაიარეს

საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის მხარდაჭერით, საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის 20-მა თანამშრომელმა ადამიანის უფლებების თემაზე ტრენინგი გაიარა.

ტრენინგის მონაწილეები დეტალურად გაეცნენ ისეთ საკითხებს, როგორიცაა: ბავშვის უფლებათა კონვენცია; სტერეოტიპები, სტიგმა და დისკრიმინაცია; სიძულვილის ენა და დაცვის მექანიზმები;  ბულინგი და კიბერბულინგი.

ტრენინგს საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის დაგეგმარებისა და ანალიზის სამმართველოს ტრენერად გადამზადებული კოორდინატორები უძღვებოდნენ.

ტრენინგის დახურვას საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის უფროსი სოფიო აბულაშვილი დაესწრო. მან ტრენინგის მონაწილეებს განგრძობითი განათლების პროცესში აქტიური ჩართულობისთვის მადლობა გადაუხადა და წარმატება უსურვა. სოფიო აბულაშვილმა ასევე ყურადღება გაამახვილა საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურსა და საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისს შორის არსებულ მჭიდრო პარტნიორულ ურთიერთობებზე და ამ ნაყოფიერი თანამშრომლობის გაგრძელების იმედი გამოთქვა. 

ტრენინგი მანდატურის სამსახურის თანამშრომლებისთვის ჩატარდა ევროპის საბჭოს პროექტის - „თანასწორობის დაცვისა და დისკრიმინაციის დაუშვებლობის ეფექტური მექანიზმების ხელშეწყობა საქართველოში“ ფარგლებში. 

როგორ გავხდე მანდატური?

მონიტორინგის სამმართველოს ცხელი ხაზი

2 200 220 (3335)

ფსიქოლოგიური საკონსულტაციო მომსახურების 24 საათიანი ცხელი ხაზი

08 00 00 00 88

ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრის ცხელი ხაზი

2 200 220 (3025)

ინკლუზიური და სპეციალური განათლების მხარდამჭერი ცენტრის ცხელი ხაზი

2 200 220 (3005)

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი - ლანა ხუნაშვილი l.khunashvili@mandaturi.gov.ge