საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური

OFFICE OF RESOURCE OFFICERS OF EDUCATIONAL INSTITUTIONS

ახალი ამბები

01.08.2023

საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის თანამშრომლები ინკლუზიური განათლების საკითხებზე საერთაშორისო ექსპერტის ტრენინგს დაესწრნენ

საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის თანამშრომლები ინკლუზიური განათლების საკითხებზე საერთაშორისო ექსპერტის ტრენინგს დაესწრნენ

საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის ინიციატივითა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) მხარდაჭერით, ფრაიბურგის უნივერსიტეტის პროფესორმა სპეციალური განათლების მიმართულებით, ფლორიან კიუპისმა ინკლუზიური განათლების მხარდამჭერი სისტემის რეფორმირების პროცესში ჩართულ სოციალურ მუშაკებთან და ინკლუზიური განათლების მხარდამჭერი სისტემის სხვა წარმომადგენლებთან ონლაინ ტრენინგი ჩაატარა.  

ინკლუზიის საკითხებში საერთაშორისო ექსპერტმა ქართველ კოლეგებს ინკლუზიისა და თანაბარი შესაძლებლობების პრინციპზე დაფუძნებული ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშემწყობ კონცეფია "ბასკინი" გააცნო. პროფესორი ფლორიან კიუპისი გერმანიაში აღნიშნული მიდგომის დანერგვასა და განხორციელებაში აქტიურად არის ჩართული. ამავდროულად, ის ნორდიკული შედარებითი და საერთაშორისო განათლების საზოგადოების (NOCIES) პრეზიდენტი და პარაოლიმპიადის გერმანული აკადემიის გამგეობის წევრია.

საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურში ინკლუზიური განათლების მხარდამჭერი ახალი მომსახურება უახლოეს მომავალში დაინერგება. 

როგორ გავხდე მანდატური?

მონიტორინგის სამმართველოს ცხელი ხაზი

2 200 220 (3335)

ფსიქოლოგიური საკონსულტაციო მომსახურების 24 საათიანი ცხელი ხაზი

08 00 00 00 88

ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრის ცხელი ხაზი

2 200 220 (3025)

ინკლუზიური და სპეციალური განათლების მხარდამჭერი ცენტრის ცხელი ხაზი

2 200 220 (3005)

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი - ლანა ხუნაშვილი l.khunashvili@mandaturi.gov.ge