ახალი ამბები
117-ე სკოლაში ვიდეოსამეთვალყურეო კამერები დამონტაჟდა
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი და კომპანია”ნეოტექის” დირექტორი იგორ ფარჯიანი 117-ე საჯარო სკოლას ეწვივნენ. კომპანია”ნეოტექი” სამინისტროს ინიცირებულ ”უსაფრთხო სკოლის” პროგრამას გამოეხმაურა და 117-ე საჯარო სკოლაში უსასყიდლოდ დაამონტაჟა 16 ვიდეოსამეთვალყურეო კამერა, მათ შორის, ორი სკოლის გარე პერიმეტრზე.
117-ე საჯარო სკოლაში ახალი პროგრამის ფარგლებში მანდატურები პილოტირებას გადიან. მინისტრი და კომპანია ”ნეოტექის” ხელმძღვანელი ვიდეოკამერების ფუნქციონირებას და ახალი პროექტის მიმდინარეობას სკოლაში პირადად გაეცნენ.
დიმიტრი შაშკინის განცხადებით ძალზე მნიშვნელოვანია რეფორმის განხორციელებაში წარმატებული კომპანიების მხარდაჭერა. ვიდეოსამეთვალყურეო ტექნიკა,რომელიც ”ნეოტექმა” 117-ე საჯარო სკოლაში დაამონტაჟა საერთაშორისო სტანდარტებს სრულად აკმაყოფილებს, რაც იმის გარანტიაა, რომ სკოლაში ბავშვები მუდმივად იქნებიან უფროსების ყურადღების ცენტრში და დაცული იქნება მათი უსაფრთხოება.
კომპანია ”ნეოტექი” უსაფრთხოების სისტემების ბაზარზე ხუთი წელია წარმატებით მოღვაწეობს და წამყვან პოზიციებს იკავებს. კომპანია საქართველოში უსაფრთხოების სისტემების მიმართულებით განხორციელებული თითქმის ყველა მნიშვნელოვანი პროექტის შემსრულებელია. ”ნეოტექი” მსოფლიო ბრენდების, Bosch, JVC, Paradox, ავტორიზებული და ექსკლუზიური პარტნიორია.
”უსაფრთხო სკოლა ნიშნავს უსაფრთხო მომავალ თაობას. სწორედ ამიტომ კომპანია"ნეოტექი" მიესალმება განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ ამ პროგრამის განხორციელებას” - განაცხადა იგორ ფარჯიანმა.
მომსახურების ერთიანი ბაზა
სასარგებლო ბმულები
-
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
-
სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა
-
გამოცდების ეროვნული ცენტრი
-
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი
-
სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო
-
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი
-
შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი
-
განათლების საერთაშორისო ცენტრი