ახალი ამბები
მანდატურები მოსწავლეებს სხვადასხვა საფრთხეებს აარიდებენ
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი და საქართველოს შსს აკადემიის რექტორი ხატია დეკანოიძე სასწავლო დაწესებულებების მანდატურთა მიერ სპორტული ნორმატივების ჩაბარების პროცესის მიმდინარეობას გაეცნენ.
მანდატურები შსს აკადემიაში რამდენიმე დღეა სპორტის სხვადასხვა სახეობაში ნორმატივებს აბარებენ. 24 ივნისს თავიანთი სპორტული შესაძლებლობები გორისა და ზუგდიდის საჯარო სკოლების მანდატურებმა წარმოაჩინეს. სპორტულ ნორმატივებს ყველა მანდატური ჩააბარებს.
ღონისძიების მიზანია, გამოავლინოს ფიზიკურად ყველაზე მომზადებული მანდატურები, რომლებიც შემდგომ სამაშველო კურსებს გაივლიან. სამაშველო საქმიანობა დახმარებისა და საფრთხეებისგან მოსწავლეთა დაცვის სხვადასხვა მეთოდებს და საშუალებებს მოიცავს. იგულისხმება როგორც ბუნებრივი ასევე, სპონტანურად შექმნილი საფრთხეები. მანდატურები ტრენინგებს პირველადი სამედიცინო დახმარების სფეროშიც გაივლიან.
ამიერიდან, უსაფრთხო სკოლის პროგრამის ფარგლებში, მანდატურები გარდა კონფლიქტებისა და დანაშაულის პრევენციისა, ბავშვებისათვის სხვადასხვა საფრთხეების თავიდან არიდებას და პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევასაც შესძლებენ. ამით სრულყოფილი ხდება პროგრამა, რომლის განხორციელებასაც მანდატურთა ინსტიტუტის შემოღება ითვალისწინებს.
მომსახურების ერთიანი ბაზა
სასარგებლო ბმულები
-
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
-
სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა
-
გამოცდების ეროვნული ცენტრი
-
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი
-
სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო
-
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი
-
შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი
-
განათლების საერთაშორისო ცენტრი